GE

კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ინსტიტუტის შესახებ

კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ინტერდისციპლინური კვლევითი ერთეულია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კოგნიტიური დაბერება, მხედველობითი აღქმა, ყურადღება და დროითი კოგნიტიურობა.

კვლევის სპეციფიკური ინტერესი მოიცავს კოგნიტიური ფუნქციების ცვლილებების შესწავლას ჯანმრთელი დაბერებისას; პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარების თავისებურებების შესწავლას ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებში; მხედველობით აღქმასა და კოგნიტიურობაზე ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენის შესწავლას, როგორებიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი. ასევე ხორციელდება პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების თავისებურებების კვლევა მენტალური დაავადების მქონე პირებში.

ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფს წარმოადგენენ მეცნიერები, რომლებსაც ევროპის და აშშ-ის უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტს აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს კოგნიტიური და პერცეპციული კვლევები ადამიანებზე; მათ შორის, ინსტიტუტი აღჭურვილია თანამედროვე ელექტროენცეფალოგრაფით და თვალების მოძრაობის სარეგისტრაციო აპარატურით.

აგრეთვე, ინსტიტუტს გააჩნია სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, რომლის მთავარი მიმართულებებია ნეიროტრავმა და გამოთვლითი ნეირომეცნიერება. კვლევა ხორციელდება ადამიანებზე, ცხოველებზე, ნეირონულ კულტურებზე სხვადასხვა ელექტროფიზიოლოგიური და ქცევითი მიდგომებით. კვლევის საგნებს წარმოადგენს სხეულის მართვისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ელექტროენცეფალოგრაფიული სიგნალები, ცხოველებში ემპათიური ქცევების მოდელირება, ზურგის და თავის ტვინის ნეიროტრავმების მოდელირება და აღდგენითი თერაპიის მიდგომები, ნეირონული კულტურების ქსელებში ინფორმაციის დამუშავების პროცესები და სხვა.

ელექტრული სტიმულაციის რეგენერაციული ეფექტები ტრავმული ჰიპოკამპური ორგანოტიპული კულტურის მიკროქსელებზე (2026-2029)

წინასწარი კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის ნერვული ქსელები ელექტრული სტიმულების მიმართ სპეციფიკურობას იჩენს; ასევე, მათ გააჩნიათ უნარები, რომ გარდაქმნან საკუთარი თვისებები ელექტრული სტიმულების ფიზიკური თვისებების შესაბამისად. ამ ყოველივემ წარმოშვა მოსაზრება ელექტრული სტიმულაციების რეგენერაციული შესაძლებლობების შესახებ, რის კვლევასაც მოცემული გრანტის პირობებში მიზნად ვისახავთ ჰიპოკამპური ორგანოტიპული კულტურების ნეიროტრავმის მოდელში. კვლევის ფარგლებში შესაძლებელია მნიშვნელოვანი სამეცნიერო თეორიის ვერიფიკაცია და ელექტრული სტიმულაციებით ნერვული დაავადებების მკურნალობის მეთოდოლოგიური დახვეწა.


ელექტრული სტიმულაციების პრევენციული ეფექტები ტრავმული ჰიპოკამპური ქსოვილის ეპილეპტოგენეზზე და მათი ელექტროფიზიოლოგიური და მორფოლოგიური ვერიფიკაცია (2026-2029)

წინა კვლევებმა, რომლებშიც ხორციელდებოდა დასწავლის მოდელების განვითარება ნერვულ კულტურებში ელექტრული სტიმულაციების საშუალებით, აჩვენა, რომ ელექტრული სტიმულაციების საშუალებით შესაძლებელია ფუნქციური თვისებების გარდაქმნა ნერვული კოლტურების ქსელებში. მოცემულმა მონაცემებმა მოგვცა საფუძველი, რათა განვახორციელოთ მიზანმიმართული გარდაქმნები სამკურნალო ეფექტების განხორციელებისთვის სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებისთვის. ამ პროექტში, ასეთ მოდელს წარმოადგენს ეპილეპსიით დაავადებული იზოლირებული ტვინის ქსოვილის ნერვული კულტურა. კვლევა დაადასტურებს ჩვენსავე მიგნებებს ელექტრული სტიმულაციების საშუალებით ნერვული ქსელების ფუნქციური გარდაქმნების შესახებ, მათ შორის, პათოლოგიური ნერვული ქსელების გაჯანსაღების თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე განზრახულია საერთაშორისო კოლაბორაცია გამოცდილ ამერიკელ კოლეგებთან, რომლებიც აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობენ კონსულტანტების სტატუსით ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის ეპილეპსიის ლაბორატორიიდან.


იაპონიის საგარეო პოლიტიკა (2025-2026)

პროექტის ფარგლებში ითარგმნა იაპონელი პოლიტოლოგის და მკვლევარის კიტაოკა შინიჩის ნაშრომი „იაპონიის საგარეო პოლიტიკა“ ქართულ ენაზე. პროექტი ითვალისწინებდა იაპონური მიმართულების სტუდენტების მონაწილეობას თარგმანში. თარგმანი გამოიცა JICA-ს მიერ.


ახალი ენერგეტიკული სასმელის გავლენა ენერგიულობაზე და კოგნიტიურობაზე (2025-2026)

კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს კომპანია IDS ბორჯომის მიერ წარმოებული ახალი ენერგეტიკული სასმელის გავლენა ენერგიულობაზე, დაღლილობაზე და კოგნიტიურობაზე.


მოძრაობის სიდიდესთან დაკავშირებული ელექტროენცეფალოგრაფული და გამოწვეული პასუხები (2025-2026)

მოძრაობის ელექტროენცეფალოგრაფული კვლევები ადამიანზე ძირითადად მოძრაობის კონკრეტული სახეების სიგნალებზე ფოკუსირდება. აღნიშნული კვლევა კი მიზნად ისახავს მოძრაობის გარკვეული ფორმის ფიზიკურ სიდიდესთან დაკავშირებული ვარიაციების ეეგ სიგნალების კვლევას. აღნიშნული მიმართულების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პარალიზებული ადამიანების რეაბილიტაციის და ნეირო-რობოტული ხელსაწყოების განვითარების მიმართულებით.


მხედველობითი ძიების ახალი პარადიგმის სტაბილურობის შეფასება სხვადასხვა სტიმულების გამოყენებით (2025)

პროექტის ფარგლებში შემუშავდა მხედველობითი ძიების ახალი პარადიგმა, რომელიც ამოცანის სირთულის მიხედვით შესრულების ვარიაციისა და დროის სხვადასხვა ეტაპზე სტაბილურობის შეფასებას ხდის შესაძლებელად.


კოგნიტურ-პერცეპტუალური თავისებურებების ხანგრძლივი(Longitudinal ) კვლევა შიზოფრენიის მქონე პაციენტებსა და მათ პირველი რიგის ნათესავებში (2024-2025)

კვლევა ხორციელდება პროფ.  ჰერცოგის ჯგუფთან (EPFL, ლოზანა, შვეიცარია)  და პროფ. ე. ჭყონიასთან (თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ფსიქიატრიის დეპარტამენტი) კოლაბორაციის  ფარგლებში. ძირითადი  მიზანია ფსიქოზების ქცევითი ენდოფენოტიპების გამოვლენა, მხედველობითი აღქმის, კოგნიტიური დეფიციტისა და მისი ელექტროფიზიოლოგიური კორელატების შესწავლა და ასევე კოგნიტურ-პერცეპტუალური თავისებურებების    ხანგრძლივი(Longitudinal ) დაკვირვება აღრიცხვა  შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, მათ პირველი რიგის ნათესავებსა და ჯანმრთელ პოპულაციაში. 


შიზოფრენიის მაპროვოცირებელი სტრესოგენული და დიფამინერგული ფაქტორების ცალკეული და ერთობლივი წილი ცხოველებში ქცევითი ფენოტიპის ჩამოყალიბებაში (2024-2026)

დადგენილია, რომ ინფანტილური სტრესი, ერთის მხრივ და დოფამინერგული ნეიროტრანსმისია, მეორეს მხრივ, კრიტიკულ როლს ასრულებს ადამიანებში შიზოფრენიის განვითარებაში. ამ საკითხის საკვლევად, უაღრესად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ცხოველური მოდელების განვითარება. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა აღნიშნული ფაქტორების ცალკეული და ერთობლივი როლი ლაბორატორიულ ვირთაგვებში ქცევითი ფენოტიპის ჩამოყალიბებაში და განგვესაზღჳრა მათი წილი შიზოფრენიული დარღვევების განვითარებაში.


ელექტრული სტიმულაციების რეგენერაციული ეფექტები თავის და ზურგის ტვინის ნერვულ ქსელებში (2024-2025)

ელექტრული სტიმულაციების სამკურნალო ეფექტებს ნეიროტრავმის და პოსტტრავმული ეპილეპსიის და ნეიროტრავმების ელექტროფიზიოლოგიურ კორელატებს თავის ტვინის ინ ვიტრო მოდელებში, ნატიფ აღქმაზე და მოძრაობებზე პასუხისმგებელ ეეგ სიგნალებს ადამიანებში და შიზოფრენიის გენერირებაში გამოხატულ ფაქტორებს ცხოველებში.


ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კორელატების კომპლექსური კვლევა ADHD ბავშვებში საქართველოში (2023-2026)

პროექტის მიზანია ADHD მქონე ბავშვებში ფსიქოლოგიური ტრენინგის ეფექტურობის დადგენა და შემდგომი მონიტორინგი თავის ტვინის კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენებით (EEG/ERP), რაც ხელს შეუწყობს ADHD-ს ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტების კომპლექსურ შესწავლას. ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარების გაუმჯობესება/გაუარესება დადგინდება ელექტროენცეფალოგრამის (EEG) და მოვლენასთან დაკავშირებული პოტენციალების (ERP) მეშვეობით და ფსიქოლოგიური სავარჯიშოების (3 თვე) გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობას იღებენ ADHD-ს მქონე 7 -11- წლის ბავშვები (უპირატესად უყურადღებო ტიპის). ისინი 3 თვის განმავლობაში შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის,  ყურადღების და კონცენტრაციის გასაუმჯობესებელ ფსიქოლოგიურ სავარჯიშებს. ფსიქოლოგიურ ტრენირებამდე და ტრენირების შემდეგ მოხდება EEG და ERP-ს რეგისტრაცია.


ფსიქიკური აშლილობების (შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია) EEG პატერნები. (2018 - 2022)

NCCR კონსორციუმი (კვლევის კომპეტენციის ეროვნული ცენტრი - შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ”SYNAPSY - ფსიქიკურ აშლილობათა სინაფსური საფუძვლები”


მხედველობითი დისკრიმინაციის ნერვული საფუძვლები ვირტუალური სხეულის მქონე in vitro ტვინში (2018 - 2021)

პროექტი მიეძღვნა კვლევას, რომელშიც პირველად საქართველოში განხორციელდა ნეირო-კიბორგული სისტემის განვითარება: ვირთაგვას თავის ტვინის ქერქის უჯრედული კულტურა ფუნქციურად დაკავშირებულ იქნა ხელოვნურ - ვირტუალურ სხეულთან და მართავდა მის გარკვეულ ოპერაციებს - სხვადასხვა სიგნალზე ახორციელებდა სხვადასხვა მოტორულ პასუხს და იმახსოვრებდა მნიშვნელოვან სიგნალებს. მთავარ კომპონენტს მოცემულ სისტემაში წარმოადგენდა მულტიელექტროდულ მესერზე გაზრდილი ნეირონული კულტურა, რომელშიც განხორციელდა სენსორული აღქმის და დისკრიმინაციის პროცესები; ასევე, ინფორმაციის დასწავლა და შენახვა (მეხსიერება). ნაშრომში ნაჩვენებ იქნა, რომ ასეთი ინფორმაციის დამახსოვრება არა მხოლოდ რთული ნერვული ქსელის ფუნქციაა, არამედ რამდენიმე უჯრედისგან შექმნილ ქსელსაც ხელეწიფება მისი განხორციელება; ხოლო 1 ნერვული კულტურის ფარგლებში შესაძლებელია ბევრი ასეთი ქსელის არსებობა, რომლებიც ინდივიდუალურად ამუშავებს სპეციფიკურ ინფორმაციას. ეს მონაცემები სრულიად შეესაბამება თანამედროვე შეხედულებას თავის ტვინის ქერქში ინფორმაციის დამუშავების თავისებურებებთან დაკავშირებით. პროექტში ნაჩვენები იქნა ტრენირებიდან დასწავლაში გადასვლის პროცესში ფეთქებადი ნეირონების როლი, და მკაფიო ეტაპი მათი ჩართვისთვის, რომელიც კარდინალურად ამაღლებდა სინაპსების ეფექტურობას დასწავლის პროცესში და შედეგად, ნეირონების გამოწვეული პასუხების ალბათობას. ნაჩვენები იქნა ნერვული ქსელის ნაირსახეობათა გავლენა სტიმულების აღქმის პროცესზე და მისი ფიზიკური სტრუქტურისა და თვისებების პირდაპირი როლი აღქმისთვის და დასწავლისთვის. ასევე, ნაჩვენები იქნა, რომ გარკვეულმა სტიმულებმა ხანგრძლივი ტრენირების პროცესში შეიძლება შეცვალოს ნერვული ქსელის თვისებები. საინტერესო მონაცემებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს (გამოთვლითი ნეირომეცნიერების) განვითარებისთვის საფუძვლების ჩაყრა ჩვენს ქვეყანაში, რაც, პირველად, ჩვენს უნივერსიტეტში განხორციელდა.


პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარება დისლექსიის მქონე ბავშვებში (2016 - 2019)

ჩვენი კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია კავშირი პერცეპტუალურ და კოგნიტიურ ფუნქციებსა და დისლექსიას შორის. სხვადასხვა პერცეპციული და კოგნიტიური ტესტების გამოყენებით შევისწავლეთ პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარების დიკამიკა დისლექსიის მქონე და მათივე ასაკის ტიპიურად განვითარებულ ბავშვებში. დისლექსიის მქონე ბავშვები შეფასებული იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ. კვლევის ძირითადი შედეგები შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: დისლექსიის მქონე ბავშვები მხედველობითი პროცესინგის განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩებიან თავიანთი ასაკის ტიპიურად
განვითარებულ ბავშვებს. კერძოდ, მხედველობითი უწყვეტი ყურადღება უფრო სუსტადაა განვითარებული. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყურადღების იგივე ტიპი ბოლომდე არც ტიპიურად განვითარებულ ბავშვებშია მომწიფებული, ვინაიდან ბავშვების შესრულება განსხვავდება ზრდასრულების შესრულებისაგან. იგივე შედეგები მივიღეთ ხანმოკლე მუშა მეხსიერებისა და აღმასრულებელი ფუნქციების შესწავლის დროსაც. ცნობილია, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩამოყალიბებას ზრდასრულ ასაკამდე ასრულებს, თუმცა დისლექსიის მქონე ბავშვებში აღმასრულებელი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესი კიდევ უფრო შეფერხებულია (მეტი დრო სჭირდება), ტიპიურად განვითარებულ ბავშვებთან შედარებით. ასევე ვნახეთ, რომ აუდიტორული ფუნქცია, კერძოდ აუდიტორული მეხსიერება ჩამორჩება დისლექსიის მქონე ბავშვებში, რაც გასაკვირი არ არის, თუკი გავითვალისწინებთ ფონოლოგიური კომპონენტის მნიშვნელობას კითხვისათვის. კვლევის შედეგები წარდგენილი იყო როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებზე. ასევე გამოქვეყნდა სტატიის სახით.


რეკურენტული დეპრესიის კოგნიტური და პერცეპტუალური თავისებურებები (2016 - 2018)

მულტიცენტრული კვლევა, კონსორციუმი "SYNAPSY – ფსიქიკურ
აშლილობათა სინაფსური საფუძვლები“.


მოვლენათა დროითი პროგნოზირება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში (2015 - 2016)

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ მოვლენათა დროზე დაფუძნებული მოლოდინების ფორმირების უნარი და მისი კავშირი სხვა კოგნიტიური ფუნქციების განვითარებასთან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში.

მოვლენათა დროითი მოლოდინების ფორმირებისა და სხვა კოგნიტიურ უნარებს შორის კორელაცია არ გამოვლინდა. ამასთანავე, კვლევამ აჩვენა რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში სპეციფიური დროითი მოლოდინების ფორმირების უნარი უფრო კარგად არის განვითარებული მათი ასაკის ტიპიური განვითარების ბავშვებთან შედარებით. კერძოდ, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები, განსხვავებით ტიპიური განვითარების ბავშვებისგან, დროითი მოლოდინების ფორმირებისას ისეთივე ქცევით სტრატეგიას იყენებენ, როგორც ზრდასრული ჯანმრთელი ახალგაზრდა ინდივიდები.

წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გააფართოვებს ჩვენს ცოდნას ტემპორალური კოგნიციის შესახებ აუტისტური სპექტრის აშლილობისას, რადგენ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდებში სპეციფიური დროითი მოლოდინის ფორმირება არ იყო შესწავლილი. მიღებულ მონაცემებს შესაძლოა ჰქონდეს პრაქტიკული გამოყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის ოპტიმალური კომპიუტრეული პროგრამების, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების დიზაინისთვის, რაც მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. კვლევის შედეგები წარდგენილი იყო სამ საერთაშორისო კონფერენციაზე და სამი სტატია გამოქვეყნდა. კვლევა დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.


ფსიქიკური აშლილობების კოგნიტიური და ნეიროფსიქოლოგიური მარკერები (2014 - 2016)

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი
პროექტი.


პერცეპტუალური დასწავლა და ასაკი: ბავშვობიდან მოხუცებულობამდე (2013 - 2015)

კვლევის მიზანი იყო მხედველობითი აღქმის ცვლილებების შესწავლა
ტრენირების შედეგად ასაკოვან ადამიანებში და ბავშვებში; კერძოდ, შევისწავლეთ პერცეპტუალური დასწავლის ეფექტის ასაკობრივი ასპექტები ისეთი ნიშნების მიმართ როგორიცაა კონტრასტი და ჰიპერსიმახვილე; ასევე ვნახეთ ტრენირების ეფექტი (მაგლითად კონტრასტის დისკრიმინაცია) სხვა ამოცანის შესრულებაზე (მაგალითად, ფერების დისკრიმინაცია). რომ პერცეპტუალური დასწავლის ეფექტის მიიღება შესაძლებელია ასაკოვან ადამიანებში bisection სტიმულის დისრიმინაციის შესრულებაზე და მიღებული ეფექტი ისეთივეა როგორც ახალგაზრდებში, მიუხედავად იმისა, რომ შესრულების ზღურბლები ასაკოვან ადამიანებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. რაც შეეხება ბავშვებს, აქ დასწავლის ეფექტი ვერ მივიღეთ, სავარაუდოდ ყურადღების ნაკლებობის გამო, ან საჭიროა უფრო ხანგრძლივი ტრენირება.


მხედველობითი ილუზიები ბავშვებსა და მოხუცებში (2013 - 2014)

წარმოდგენილი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ჩართვა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ჩატარების პროცესში. კერძოდ, კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა ტიპის მხედველობითი ილუზიების აღქმის თავისებურებების სხვადასხვა ასაკის ადამიანებში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარების სპეციფიკა, შედეგების ჩაწერა და შემდეგ მათ დამუშავება; ისინი თავად ახდენენ ექსპერიმენტებში მონაწილე ადამიანების მოძიებას და მათ მოწვევას კვლევაში მონაწილეობის მისაღებად; ისწავლეს ლაბორატორიულ პირობებში მხედველობის სიმახვილის და კონტრასტისადმი მგრძნობელობის შემოწმება. პროექტის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მე-100 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. პროექტისათვის მოსწავლეების შერჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ ეს ბავშვები დაინტერესდნენ ჩვენი კვლევებით.


თვალების მოძრაობის ცვლილებები ასაკის მომატებასთან ერთად: მოტორული და აღქმითი პლასტიკურობა (2013 - 2014)

საკადები, ანუ თვალების საკადური მოძრაობები, არის ორივე თვალის
სწრაფი, ბალისტიკური მოძრაობა, რომელიც სრულდება ერთდროულად, ერთ მიმართულებით და რომელიც უზრუნველყოფს მზერის გადატანას ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე; საკადები უზრუნველყოფს მხედველობის ფიქსაციის წერტილის შეცვლას და სამიზნე ობიექტის
ფოვეალიზაციას.თვალის მოძრაობების რეგისტრაცია აქტიურად გამოიყენება იმ ნევროლოგიური დაავადებების შესაფასებლად, რომლებიც ასაკის მომატებასთან ერთად იჩენს თავს. თუმცა, ძალიან მცირე რამეა ცნობილი თუ როგორ იცვლება ოკულომოტორიკა ჯანმრთელი დაბერების დროს. ცნობილია, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანის მოტორიკაც იცვლება: მოძრაობა შენელებული ხდება, მცირდება რეაქციის დრო, შესაძლოა შენელებასთან ერთად მოძრაობის სიზუსტეც შემცირდეს. ეს ყოველივე გავლენას უნდა ახდენდეს საკადურ მოძრაობებზეც. კვლევის მიზანი იყო საკადური ადაპტაციის შესწავლა ასაკოვან ადამიანებში. ჩვენ ვნახეთ, რომ საკადური
ადაპტაცია ისევე წარმატებულად სრულდება ასაკოვან ადამიანებშ, როგორც
ახალგაზრდა კონტროლებში.


აღქმა, კოგნიტიურობა და ტვინის დაბერება (2012 - 2015)

პროექტი დაფინასებული იყო VeluX Stiftung მიერ, (შვეიცარია) 3 წლის
განმავლობაში. პროექტი განხორციელდა პროფესორ ჰერცოგთან (EPFL, შვეიცარიაში), დოქტორ კარინ პილცთან (უნივერსიტეტი აბერდიინი), და ჩვენს ჯგუფთან (კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) კოლაბორაციით. ჩვენ შევისწავლეთ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური და აღქმის დეფიციტი მოხუცებში თბილისში და ლოზანაში. 350 ადამიანი იქნა ტესტირებული (230 თბილისში) სხვადასხვა აღქმის და კოგნიტიური ტესტების გამოყენებით. ჩვენ ვერ ვნახეთ კორელაცია აღქმის ტესტების შესრულებებს შორის, ასევე აღქმისა და კოგნიტიურ ტესტების შორის. რაც მიუთითებს, რომ დებერებისას ერთ პარადიგმის გაუარესება არ ნიშნავს სხვა აღქმის ფუნქციების შემცირებას. ასევე, ჩვენი შედეგები მეტყველებს, რომ ერთი პარადიგმის ტრენირება არ ახდენს გავლენას მეორეზე.


Kunchulia M., Parkosadze K. (2026). Time-based event expectations at different developmental stages. Cogn Process. 21 Mar 2026. Impact factor: 1.5


Khachidze I., Parkosadze K., Zhamureli N., Khachidze A., Advadze M. (2026). Electrophysiological evaluation of cognitive intervention outcomes in children with attention deficit/hyperactivity disorder. Front Neurosci; 20: 1777670. 31 March 2026. Impact factor: 4


Khachidze I., Parkosadze K., Gugushvili M., Chantadze L., Zhamureli N., Advadze M. (2026). Evaluation of a Three-Month Cognitive Intervention in Children with Attention-Deficit/Hyperactivity Disorder. The Open Psychology Journal, 19: e18743501461921. 07 Jul 2026. Impact factor: 1.6


Gamkrelidze, T., Favrod, O., da Cruz, J., Roinishvili, M., Berdzenishvili, E., Brand, A.,  Figueiredo, P., Herzog, M.H., Chkonia, Eka. (2026). Neural correlates of visual backward masking in people with major depressive disorder. Neuroscience Applied. Vol.5. suppl.1, 106470.  IF 3.0 (ELSEVIER)


Goletiani C, McEchron MD, Neely E, Connor JR (2026). Loss of Thy1 in Cortico-Striatal Pathways Alters Response to Dopamine and Gabapentin. ASN Neuro. 2026 Jan 9;18(1):2615452. I. F. 3.9 (5.2 - 2021)


Garobbio S, Lin WH, Kunchulia M, Herzog MH(2025) To what extent do EEG measures reflect performance in perceptual tests? Behavioural Brain Research, 488, p. 115602. IF=2.6


Pascucci D, Roinishvili M, Chkonia E, Brand A, Whitney D, Herzog MH, Manassi M (2025). Intact Serial Dependence in Schizophrenia: Evidence from an Orientation Adjustment Task. Schizophr Bull. 2025 May 8;51(3):754-764. doi: 10.1093/schbul/sbae106. PMID: 38936422; PMCID: PMC12061650. IF 4.8 (Oxford Academic)


Alamia A, Gordillo D, Chkonia E, Roinishvili M, Cappe C, Herzog MH (2025). Oscillatory Traveling Waves Provide Evidence for Predictive Coding Abnormalities in Schizophrenia. Biol Psychiatry. 2025 Jul 15;98(2):167-174 (Elsevier)


Arani E, Garobbio S, Roinishvili M, Chkonia E, Herzog MH, van Wezel RJA (2024). Bistable Perception Discriminates Between Depressive Patients, Controls, Schizophrenia Patients, and Their Siblings. Schizophr Bull. 2024 Oct 18. doi: 10.1093/schbul/sbae178. Epub ahead of print. PMID: 39422708. IF 4.8 (Oxford Academic)


Baskar R. & Parkosadze K. (2024). The impact of the COVID-19 pandemic on the cognitive functions of the international students enrolled in Georgian universities. Collection of Scientific Papers #4, 38 -56. East European University in cooperation with „APG Academic Press of Georgia.


Kunchulia, M., Parkosadze, K., Lomidze, N., Tatishvili, T. & Thomaschke, R. (2022). Children with developmental dyslexia show an increased variable foreperiod effect, Journal of Cognitive Psychology, 34(5): 2044-5911. DOI: 10.1080/20445911.2022.2060989


Garobbio, S., Pilz, K., Kunchulia, M., Herzog, M. (2022). No Common Factor Underlying Decline of Visual Abilities in Mild Cognitive Impairment. Experimental Aging Research, 1-18.


Shaqiri, A., Hodel, F., da Cruz, JR., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Fellay, J., Herzog, MH., (2022). Visual masking deficits in schizophrenia: a view into the genetics of the disease through an endophenotype. Transl Psychiatry. doi: 10.1038/s41398-022-02275-4. PMID: 36585402; PMCID: PMC9803632.


Choung, OH., Gordillo, D., Roinishvili, M., Brand, A., Herzog, MH., Chkonia, E. (2022). Intact and deficient contextual processing in schizophrenia patients. Schizophr Res Cogn.


Gordillo, D., da Cruz, JR., Chkonia, E., Lin, WH., Favrod, O., Brand, A., Figueiredo, P., Roinishvili, M., Herzog, MH. (2022). The EEG multiverse of schizophrenia. Cereb Cortex. doi: 10.1093/cercor/bhac309. Epub ahead of print. PMID: 36030389.


Favrod, O., Brand, A., Berdzenishvili, E., Chkonia, E., Akselrod, M., Wagemans, J., Herzog, MH., Roinishvili, M. (2022). Embedded figures in schizophrenia: A main deficit but no specificity. Schizophr Res Cogn. doi: 10.1016/j.scog.2021.100227. PMID: 34976748; PMCID: PMC8683755.


Kunchulia, M., Thomaschke, R. (2022). Is Self-Related Cognition Resistant to Time-Based Expectancy? Timing & Time Perception, 10 (3), 223-241.


Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Herzog, H. (2022). Endophenotypes and the example of visual backward masking. WPA Thematic Congress on treatment and Management of Mental Disorders in a Post-Pandemic era. Tbilisi, Georgia


Parkosadze, K., Kunchulia, M., Kezeli, A. (2021). Cognitive Functions in Georgian Children with Dyslexia and Comorbid Dyslexia and Attention-Deficit/Hyperactivity Disorder. International Journal of Social Sciences: Current and Future Research Trends; 12(1), 16-23


Kunchulia, M., Parkosadze, K., Thomaschke, R. (2021). School-age children can form timebased event expectancy for context-atypical foreperiods. Journal of Cognitive Psychology, 33(1), 24-37.


Garobbio, SA., Roinishvili, M., Favrod, O., Ramos da Cruz, JN., Chkonia, E., Brand, A., Herzog, MH. (2021). Electrophysiological correlates of visual backward masking in patients with bipolar disorder. Psychiatry Research: Neuroimaging, 307:111206, p1-10


Cretenoud, A., Grzeczkowski, L., Kunchulia, M., Herzog, M. (2021). Individual differences in the perception of visual illusions are stable across eyes, time, and measurement methods. Journal of Vision 21 (5), 26.


Yevtodiyenko, A., Bazhin, A., Khodakivskyi, P., Godinat, A., Budin, G., Maric, T., Pietramaggiori, G., Scherer, S., Kunchulia, M., Eppeldauer, G., Polyakov, S., Francis, K., Bryan, J. & Goun, E. (2021). Portable bioluminescent platform for in vivo monitoring of biological processes in non-transgenic animals. Nature communications, 12:2680.


Kunchulia, M., Melishvili, A., Thomaschke, R. (2021). How does positive mood modulate time-based event expectancy? Cognitive Processing, 22, 333-338. 


Goletiani, C., Nebieridze, N., Kalandadze, R., Nadirashvili, Kh., Songulashvili, D. (2021). Sensory discrimination in neural networks of dissociated cortical culture. International Journal of Formal Sciences: Current and Future Research Trends (IJFSCFRT), V 12, 1, pp 14-22


Goletiani, C., Nebieridze, N., Kukhianidze, O., Songulashvili, D., Gigineishvili, A. (2021) The role of bursts in sensory discrimination and retention of favored inputs in the cultured neural networks. Georgian Medical News, V 12 (321), pp 96-102


Goletiani, C., Nebieridze, N., Mantskava, M., Zhvania, M., Songulashvili, D. (2021) Therapeutic effect of discriminated electric stimuli on the bursts in dissociated cortical culture neural networks. Series on Biomechanics, V 35, 4, pp 32-41


Kvitsiani, D., Nadirashvili, Kh, Tsmindashvili, T., Nebieridze, N., Goletiani, C. (2021) Impact of training on perception in dissociated cortical culture neural networks. Journal of Biomedical and Medical Sciences. V 1, 2, DOI 10.51231/2667-9507-2021-002- 01


Drissi-Daoudi, L., Doerig, A., Kunchulia, M., Parkosadze, K., Herzog, M.H. (2020). How stable is perception in #TheDress and #TheShoe? Vision Research, 169, 1-5


Ramos da Cruz, JN., Favrod, O., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Mohr, C., Figueiredo, P., Herzog, MH. (2020). EEG microstates are a candidate endophenotype for schizophrenia. Nature Communications, 11(3089), p1-11


Ramos da Cruz, JN., Jashari-Shaqiri, A., Roinishvili, M., Favrod, O., Chkonia, E., Brand, A., Figueiredo, P., Herzog, MH. (2020). Neural Compensation Mechanisms of Siblings of Schizophrenia Patients as Revealed by High-Density EEG. Schizophrenia Bulletin, sbz133


Jonauskaite, D., Abu-Akel, A., Dael, N., Oberfeld, D., Abdel-Khalek, AM., Al-Rasheed, AS., Antonietti, JP., Bogushevskaya, V., Chamseddine, A., Chkonia, E., Corona, V., Fonseca-Pedrero, E., Griber, YA., Grimshaw, G., Hasan, AA., Havelka, J., Hirnstein, M., Karlsson, BSA., Laurent, E., Lindeman, M., Marquardt, L., Mefoh, P., Papadatou-Pastou, M., Pérez-Albéniz, A., Pouyan, N., Roinishvili, M., Romanyuk, L., Salgado Montejo, A., Schrag. Y., Sultanova, A., Uusküla, M., Vainio, S., Wąsowicz, G., Zdravković, S., Zhang, M., Mohr, C. (2020). Universal Patterns in Color-Emotion Associations Are Further Shaped by Linguistic and Geographic Proximity. Psychol Sci. 2020 Oct;31(10):1245-1260. doi: 10.1177/0956797620948810. Epub 2020 Sep 8.PMID: 32900287


Kunchulia, M., Parkosadze, K., Thomaschke, R. (2020). School-age children can form time based event expectancy for context-atypical foreperiods. Journal of Cognitive Psychology, 33 (1), 24-37. 


Kunchulia, M, Tatishvili, T, Parkosadze, K., Lomidze, N, Thomaschke, R. (2020). Children with Autism Spectrum Disorder show increased sensitivity to time-based predictability. International Journal of Developmental Disabilities. 66:3, 214 221


Parkosadze, K., Tatishvili, T., Lomidze, N., Kunchulia, M. (2019). Visual Attention and Executive Functions in Children with Dyslexia. Georgian medical news, 287, 61-66


Kunchulia, M., Parkosadze, K., Thomaschke, R. (2019). Age-Related Differences in Time-based Event Expectancies. Timing & Time Perception, 7, 71-85


Jonauskaite, D., Abdel-Khalekb, A.M., Abu-Akela, A., et al. Chkonia, E., Roinishvili, M., Romanyuk, L., et al. (2019). The sun is no fun without rain: Physical environments affect how we feel about yellow across 55 countries”. Journal of Environmental Psychology, Vol.66, 101350.


Favrod, O., da Cruz, JR., Roinishvili, M., Berdzenishvili, E., Brand, A., Figueiredo, P., Herzog, MH., Chkonia, E. (2019). Electrophysiological correlates of visual backward masking in patients with major depressive disorder. Psychiatry Res Neuroimaging. 2019 Dec 30;294: 111004. doi:10.1016/j.pscychresns.2019.111004. Epub 2019 Oct 28. PMID: 31704371.


Fernandes, TP., Shaqiri, A., Brand, A., Nogueira, RL., Herzog, MH., Roinishvili, M., Santos, NA., Chkonia, E. (2019). Schizophrenia patients using atypical medication perform better in visual tasks than patients using typical medication. 10.1016/j.psychres.2019.03.008


Kunchulia, M., Kotaria, N., Pilz, K., Kotorashvili, A., Herzog, MH. (2019). Associations between genetic variations and global motion perception. Experimental brain research, 237 (10), 2729-2734.


Shaqiri, A., Pilz, KS., Cretenoud, AF., Neumann, K., Clarke, A., Kunchulia, M., Herzog, MH. (2019). No evidence for a common factor underlying visual abilities in healthy older people. Dev Psychol, 55(8),1775-1787.


Parkosadze, K., Tatishvili, T., Lomidze, N., Kunchulia, M. (2019). Issues of visual attention and executive functions in children with dyslexia. Georgian Med News. 287,61-66.


Favrod, O., Ramos da Cruz, JN., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Herzog, MH. (2019). Visual masking in Schizophrenia: an endophenotype and its neural correlates. 7th European Conference on Schizophrenia Research (ECSR) (Sep 26-28, in Berlin, Germany).


Ramos da Cruz, JN., Favrod, O., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Mohr, C., Figueiredo, P., Herzog, MH. (2019). EEG microstates in schizophrenia: a candidate endophenotype. 7th European Conference on Schizophrenia Research (ECSR) (Sep 26-28, in Berlin, Germany).


Herzog, MH., Ramos da Cruz, JN., Favrod, O., Jashari-Shaqiri, A., Brand, A., Roinishvili, M., Chkonia, E. (2019). (Visual) Endophenotypes in schizophrenia research. 7th European Conference on Schizophrenia Research (ECSR) (Sep 26-28, in Berlin, Germany).


Ramos da Cruz, JN., Favrod, O., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Mohr, C., Figueiredo, P., Herzog, MH. (2019). EEG microstates and the schizophrenia spectrum: evidence for compensation mechanisms. Annual meeting of the Organization for Human Brain Mapping (OHBM) (Rome, Italy).


Parkosadze, K., Kezeli, A. (2018). Magnocellular deficit in dyslexia: global and biological motion discrimination. The 11th FENS Forum of Neuroscience (FENS 2018), Berlin, Germany 


Shaqiri, A., Roinishvili, M., Kaliuzhna, M., Favrod, O., Chkonia, E., Herzog, MH., Blanke, O., Salomon, R. (2018). Rethinking Body Ownership in Schizophrenia: Experimental and Meta-analytical Approaches Show no Evidence for Deficits. Schizophrenia Bulletin, 44(3), p643-652


Grzeczkowski, L., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A., Mast, FW., Herzog, MH., Shaqiri, A. (2018). Is the perception of illusions abnormal in schizophrenia? Psychiatry Research, 270, p929-939


Favrod, O., Roinishvili, M., Ramos da Cruz, JN., Brand, A., Okruashvili, M., Gamkrelidze, T., Figueiredo, P., Herzog, MH., Chkonia, E., Shaqiri, A. (2018). Electrophysiological correlates of visual backward masking in patients with first episode psychosis. Psychiatry Research: Neuroimaging, 282, p64-72


Shaqiri A, Roinishvili M, Grzeczkowski L, Chkonia E, Pilz K, Mohr C, Brand A, Kunchulia M, Herzog MH. (2018). Sex-related differences in vision are heterogeneous. Scientific Reports, 14;8(1),7521.


Parkosadze, K., Kunchulia, M., Kezeli, A. (2018). Visual processing in georgian children with neurodevelopmental disorders. Georgian Med News. 284, 82-87


Jacobas, D. A., Jacobas, S., Nebieridze, N., Velisek, L., Veliskova, J. (2018). Estrogen protects neurotransmission  transcriptome during status epilepticus, Front neurosci., 12:332.


Roinishvili, M., Grzeczkowski, L., Shaqiri, A., Okruashvili, M., Chkonia, E., Brand A., Mast, F.W., Herzog, M. H. (2018). Perception of visual illusions is intact in schizophrenia. 41th European on Visual Perception (ECVP 2018), Trieste, Italy


Daoudi, LD., Doerig, A., Parkosadze, K., Kunchulia, M, Herzog, MH. (2017). Context, but not the first fixation, determines color perception in #TheDress. Journal of Vision, 17(3):15, 1-7


Kunchulia, M., Tatishvili, T., Lomidze, N., Parkosadze K., Thomaschke, R. (2017). The time-based event expectancies in children with Autism Spectrum Disorder. Experimental Brain Research, 235, 2877-2882.


Favrod, O., Sierro, G., Roinishvili, M., Chkonia, E., Mohr, Ch., Herzog, M. H., Cappe, C. (2017). Electrophysiological Correlates of Visual Backward Masking in High Schizotypic Personality Traits Participants. Psychiatry Research pp.254:251-257.


Roinishvili, M., Favrod, 0., Ramos Da Cruz J., Shaqiri, A, Oqruashvili, M., Gamkrelidze, T., Chkonia, E., Brand, A., Herzog, M. H. (2017). 40th European Conference on Visual Perception (ECVP 2017), Berlin Germany


Parkosadze, K., Khomeriki, M., Kezeli, A. (2016). Human visual color discrimination with aging. Bull. Geor. Natl. Acad. Sci., 10(1):75-80


Pilz, K.S., Kunchulia, M., Parkosadze, K., Herzog, M.H. (2016). Spatial and temporal aspects of visual backward masking in children and young adolescents. Attention, Perception, & Psychophysics, pp 1-8, DOI 10.3758/s13414-015-1050-y. First online 25 January 2016.


Lauffs, MM., Shaqiri, A., Brand, A., Roinishvili, M., Chkonia, E., Ogmen, H., Herzog, M.H. (2016). Local versus global and retinotopic versus non-retinotopic motion processing in schizophrenia patients. Psychiatry Research 246C (2016) pp. 461-465 DOI information: 10.1016/j.psychres. IF – 2.46


Kunchulia M., Thomaschke, R. (2016). Effects of alcohol intake on time-based event expectations. Exp Brain Res. 4(4):937-44. 


Chachua, T., Grazia Qanud, P. D., Chern, C-R., Johnkutty, M.,  Hellman, B., Lau, HA.,  Shakil, F., Daniel, M., Goletiani, J. C.,  Velíšková, J.,  Velíšek, L. (2016). Estradiol does not affect spasms in the betamethasone-NMDA rat model of infantile spasms. J. of Epilepsia. 57(8):1326-36.


Roinishvili, M., Lauffs, MM., Shaqiri, A., Brand, A., Chkonia, E., Öğmen, H., Herzog, MH. (2016). Complex motion processing in patients with schizophrenia. ECNP2016 Vienna, Austria


Roinishvili, M., Chkonia, E., Reichard, L., Wurch, W. et al. (2016) Visual Backward masking: a comparison between schizophrenia, depressive, schizoaffective, and bipolar patients. VSS. Pete Beach, Florida


Roinishvili, M., Chkonia, E., Reichard, L., Wurch, W., Puhlmann, H., Grimsen, C., Herzog, M. H., Brand, A. (2016). Backward masking performance in patients with functional psychoses. WPA, Tbilisi


Roinishvili, M., Oqruashvili, M., Gamkrelidze, T., Herzog, M. H., Chkonia, E. (2016). Impaired cognitive functioning in first-episode patients. ECVP 2016. 28 August 1st of September. Barcelona, Spain


Pilz, K.S., Kunchulia, M., Parkosadze, K., Herzog, M.H. (2015). Aging and visual spatio-temporal processing. Experimental Brain Research, 233, 2441-2448


Parkosadze, K., Collince, T. (2015). Saccadic adaptation in aging. 38th European Conference on Visual Perception (ECVP2015), Liverpool, UK 


Tomescu, M.I., Rihs, T.A., Roinishvili, M., Karahanoglu, F.I., Schneider, M., Mengheti ,S., Van De Ville, D., Brand, A., Chkonia, E., Eliez, S., Herzog, M.H., Michel, C.M., Cappe, C. (2015). Schizophrenia patients and 22q11.2 deletion syndrome adolescents at risk express the same deviant patterns of resting state EEG microstates: A candidate endophenotype of schizophrenia. Schizophrenia Research: Cognition, Volume 2, Issue 3, 159 – 165


Shaqiri, A., Willemin, J., Sierro,G., Roinishvili, M., Iannntuoni, L., Rurup, L., Chkonia, E., Herzog, M.H., Mohr, C. (2015). Does nicotine consumption influence visual backward masking in schizophrenia and schizotypy? Schizophrenia Research: Cognition, Volume 2, Issue 2, 93 – 99


Roinishvili, M., Cappe, C., Shaqiri, A., Brand, A., Rürup, L., Chkonia, E., Herzog, MH. (2015). Crowding, grouping, and gain control in schizophrenia. Psychiatry Res. 2015 Apr 30;226(2-3):441-5. doi: 10.1016/j.psychres.2015.01.009. Epub 2015 Jan 31


Thomaschke, R., Kunchulia, M., Dreisbach, G. (2015). Time-based event expectations employ relative, not absolute, representations of time. Psychonomic Bulletin & Review, 22(3):890-5.


Shaqiri, A., Roinishvili, M., Favrod, O., Chkonia, E., Brand, A., Herzog M. (2015). Endophenotypes of Schizophrenia: electrophysiological correlates of first episode patients. Annual meeting of NCCR, Villars, Switzerland


Roinishvili, M., Cappe, C., Shaqiri, A., Brand, A., Chkonia, E., Herzog M.H. (2015). What crowding tells about schizophrenia. ECVP. Liverpool, England.


Khomeriki, M., Parkosadze, K., Kezeli, A. (2014). The revealing of the red-pink and blue-sky blue categorical boundaries among the Georgian speakers. Proc. Georgian Nat. Acad. Sci., Biomed. Series, vol. 40, No 1-2, pp: 53-65


Parkosadze, K., Khomeriki, M., Kezeli, A., Herzog, MH. (2014). Perceptual learning in the elderly. 9th FENS Forum of Neurosciences, Milan, Italy 


Kunchulia M., Pilz KS., Herzog M. (2014). Small effects of smoking on visual spatiotemporal processing. Scientific Reports, 4,4:7316.


Chachua, C. Goletiani, G. Maglakelidze, G. Sidelyeva, M. Daniel, E. Morris, J. Miller, E. Shang, D. Wolgemuth, D. Greenberg, J. Veliskova, L. Velisek. (2014) Sex-specific behavioral traits in the Brd2 mouse model of juvenile myoclonic epilepsy. Genes, Brain and Behavior, 13(7): 702-12


Roinishvili, M., Chkonia, E., Reichard, L., Wurch, W., Puhlmann, H., Grimsen, C., Herzog, M. H., Brand, A. (2014). Backward masking performance in psychotic and non-psychotic patients. FENS, 5-9 September, Milan, Italy


Roinishvili, M., Chkonia, E., Cappe, C., Shaqiri,A., Brand, A., Herzog, M. H. (2014). Endophenotypes of schizophrenia. Annual NCCR meeting, April, Villars, Switzerland.


Roinishvili, M. (2014). III International Symposium: Neuroplasticity: Nervous Substrate for Health and Diseases. New Approaches for Research. Tbilisi, Georgia


Roinishvili, M. (2014). ECNP Seminar in Neuropsychopharmacology. Lopota, Georgia


Parkosadze, K., Khomeriki, M., Kezeli, A. (2013). Aging of perceptual learning of bisection task. Tbilisi International Conference “Marging Neuroscience and Medicine: Implications for rain Disorders. Proceedings of Georgian Academy of Sciences, Biomedical Series, Supplement 39, p. 33


Bakanidze, G., Roinishvili, M., Chkonia, E., Kitzrow, W., Richter, S., Neumann, K., Herzog, MH., Brand, A., Puls, I. (2013). Association of the nicotinic receptor @7 subunit gene (CHRNA7) with schizophrenia and visual backward masking. Biological Psychiatry. Front Psychiatry. doi:10.3389/fpsyt.2013.00133.


Herzog, MH., Roinishvili, M., Chkonia, E., Brand, A. (2013). Schizophrenia and visual backward masking: a general deficit of target enhancement. Front Psychol. doi: 10.3389/fpsyg.2013.00254.


D. Iacobas. S. Iacobas, T. Chachua, C. Goletiani, G. Sidyelyeva, J. Velíšková J. L. Velíšek. (2013) Modification of glutamatergic and GABAergic synapse genomic fabric by prenatal corticosteroids. J of neuroendocrinol. 25(11): 964-79


Choo, W. Miller, Y-C. Chen, P. Tapan, P. Patel, C. Goletiani,  B. Morrison, M. Kutzing, B. Firestein,  J-Y. Sul,  P. Haydon, D. Meaney. (2013) Antagonism of purinergic signalling improves recovery from traumatic brain Injury. Brain, 136 (Pt 1): 65-80


Velisek, L., Nebieridze, N., Chachua, T., Veliskova, J. (2013). Anti-seizure medications and estradiol for neuroprotection in epilepsy: the 2013 update, Recent Pat. CNS Drug Discov., 8(1):24-41.


Chkonia Eka, Roinishvili Maya (2013). Features of cognitive and perceptual dysfunction in schizophrenia. Publishing House "Georgian Academic Book".


Roinishvili, M., Chkonia, E., Tomescu, M.I., Brand, B., Michel, C.M. Herzog, M.H., Cappe, C. (2013). Aberrant evoked and resting state EEG in schizophrenia. ECVP 2013. Bremen, Germany