GE

მარინე ჯიბლაძე

პროფესორი; კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი

მარინე ჯიბლაძე

პროფესორი; კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი

m.jibladze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1997 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩინეთის ისტორიის სპეციალობით. ჩინეთში სტაჟირების შემდეგ, 1997 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ჩინური ენის ლექტორად. 2001 წელს მიიღო ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია სადოქტორო პროგრამაზე ჩინეთში სწავლის გასაგრძელებლად. ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩინური ენათმეცნიერებისა და ფილოლოგიის სპეციალობით დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, მუშაობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის კათედრის ხელმძღვანელად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენის ლექტორად. 2009 წელს გააგრძელა მუშაობა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის პროგრამის ხელმძღვანელად, ხოლო 2010 წლიდან ამავე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორად. მან არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო მიწვეული ჩინური ენის ექსპერტად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შეიმუშავა სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლების ეროვნული სასწავლო გეგმა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად კი შეიმუშავა ჩინური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი არის ჩინური ენისა და ჩინეთის შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის", "ჩინეთის ისტორიის", ლექსიკონების მთავარი შემდგენელი და თანაავტორია. ის ასევე არის პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ჩინეთის მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს ჩინურ ენასა და ჩინური ენის სწავლებაზე ჩინეთსა და ევროპაში, არაერთხელ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო კონკურსების ჟიურისა და ადგილობრივი შესარჩევი კონკურსების კომისიის წევრად. სწავლების გარდა, იგი აქტიურად არის დაკავებული კვლევითი საქმიანობით, იკვლევს ჩინურ ენას, კერძოდ კი გრამატიკას, ფონეტიკას (მათ შორის ტრანსლიტერაციას), ლექსიკოლოგიას, ჩინური ენის სწავლების სპეციფიკასა და მეთოდებს, ასევე ჩინეთის ისტორიასა და კულტურას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ჩინეთის საგარეო პოლიტიკას და ა.შ.

განათლება

2005 - სამეცნიერო ხარისხი: ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის დოქტორი 
2001 - ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტი, ჩინეთი. დოქტორის აკადემიური ხარისხი, ჩინური ენათმეცნიერებისა და ფილოლოგიის სპეციალობა
1992-1997 - თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა: ჩინეთის ისტორია

სასწავლო კურსები

ჩინური ენა (B)
ბიზნეს-ჩინური ენა (B)
ჩინეთის კულტურა (B)

პუბლიკაციები

ჯიბლაძე, მარინე. (2023). თემატური ჩინური ენა - მაღალი კურსის ჩინური ენის სახელმძღვანელო (გამოცემის პროცესში)

ჯიბლაძე, მარინე. (2023). ჩინურ-ქართული (ჩსკ) ლექსიკონი (შექმნის პროცესში)

ჯიბლაძე, მარინე. (2023). სსრკ-ს დაშლის გავლენა ჩინეთზე - გამოწვევები და პერსპექტივები ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე

ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინეთის ისტორია, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია, ოქროს საწმისი

ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინური ენის პრაქტიკული კურსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები

ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ს დაშლამდე (1980-1991), აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე

ჯიბლაძე, მარინე. (2021). ახალი ჩინეთის დიპლომატიური მიღწევები (1949-1979), თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი

Jibladze, Marine. (2020). We share the Same Moon:“A Faithful Record of Sinologists Fighting Covid-19 with China”. The Commercial Press. Beijing

ჯიბლაძე, მარინე. (2018). სინოლოგია და ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ჩინეთმცოდნეობის სამეცნიერო კონფერენციის მასალები „სინოლოგია და თანამედროვე ჩინეთი“, ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო

ჯიბლაძე, მარინე. (2017). საქართველო და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, China Daily

ჯიბლაძე, მარინე. (2016). YCT სასკოლო ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდის ლექსიკონი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები

Jibladze, Marine. (2016). Belt and Road Initiative and Georgia, China Daily, Beijing

ჯიბლაძე, მარინე. (2015). რა ვიცით ჩინეთის შესახებ, თავისუფალი უნივერსიტეტი

ჯიბლაძე, მარინე. (2013). საქართველოში ჩინური ენის სწალვება, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ლანჭოუს უნივერსიტეტი