ENG GEO

Search form

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების სოციალურ, პოლიტიკურ და თავისუფალ მეცნიერებათა სკოლების სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე.

სწავლის განმავლობაში მიიღებ ფართო განათლებას ჰუმანიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია). აითვისებ ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის საწყისებს, დახელოვნდები პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეძლებ წარმატებით უხელმძღვანელო ნებისმიერ პროექტს, იმუშავო საერთაშორისო, სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციებში.

საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლები პრაქტიკულ უნარებს – პროფესიულ წერას, ტექსტების ღრმა ანალიზს და დებატებს. შეისწავლი პირველწყაროებს და თანაკურსელებთან ერთად მიიღებ მონაწილეობას მათ კრიტიკულ განხილვაში. ამ სკოლაში სწავლების უმთავრესი პრინციპია სწავლების სოკრატული მეთოდი, პირველწყაროების ღრმა ანალიზი და დებატები. სწავლის პროცესში ჩართული იქნები კვლევით პროექტებში, რაც მოგცემს გაღრმავებისა და სემოწმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას.

სინამდვილის, საზოგადოებისა და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება შენი წარმატების საფუძველია.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მიიღებ ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. ძირითად სპეციალობასთან ერთად შეგიძლია დაეუფლო დამატებით სპეციალობას (მაინორს).

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა