ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CHRBA (Certified Hotel and Restaurant Business Administrator)

პროფესიული პროგრამა CHRBA-ის კურიკულუმი შემუშავებულია დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მაასტრიხტის სასტუმროს მენეჯმენტის სკოლის ექსპერტებისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორების მიერ. სპეციალურად ამ პროგრამისათვის ლექტორები გადამზადებულ იქნენ ნიდერლანდებში.

პროფესიული პროგრამის მიზანია მსმენელს მიაწოდოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

პროგრამა განკუთვნილია:

• სასტუმროსა და რესტორნის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის
• სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ კვალიფიკაცია სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესის ადმინისტრირებაში.

კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან მომსახურებისა და მასპინძლობის მართვის ზოგად ნაწილს, მომსახურებისა და მასპინძლობის მართვას სასტუმროსა და რესტორნის გარემოში. ასევე შეისწავლიან გაყიდვებს, მარკეტინგსა და ადამიანური რესურსების მართვას და გაივლიან პრაქტიკას შესაბამის ორგანიზაციებში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და მაასტრიხტის სასტუმროს მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი სერტიფიკატი - CHRBA (Certified Hotel and Restaurant Business Administrator).

პროგრამის გასავლელად უნდაშეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა ხინჩაგაშვილი

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848