ბიზნესის სკოლა
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აღწერა
ბიზნესის სკოლის (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შედგენილია წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ:
- ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტირებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას
- სიახლეებისადმი სწრაფვას
- კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას
- მუდმივად ჰქონდეთ მზაობა და უნარი თვითგანვითარებისთვის
- როგორც ადამიანებთან, ასევე მართვის ტექნოლოგიებთან პროფესიონალურ ურთიერთობას და მართვის მეთოდების გამოყენებას
დღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა არის ყველაზე მოთხოვნადი მსგავს პროგრამებს შორის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მისმა მაღალმა ხარისხმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ყოველ წელს პროგრამა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტებს იღებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, ბიზნესის ენას, გამოიმუშავებს ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. სტუდენტი იღებს საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებში - მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი. ამასთან, სტუდენტი ეუფლება ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
ACCA აკრედიტაცია
ბიზნესის საბაკალავრო პროგრამას აქვს ACCA-ს აკრედიტაცია. კურსდამთავრებულებს, დამატებითი გამოცდისა თუ საფასურის გარეშე, ჩაბარებულად ჩაეთვლებათ შემდეგი გამოცდები: BT, FA1, FA2, MA1, MA2, FBT, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები პროცესს პირდაპირ შემდგომი საფეხურიდან გააგრძელებენ.
ACCA (Associate of Chartered Certified Accountants) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ბრიტანულ ორგანიზაციას საბუღალტრო და ფინანსური განათლების სფეროში, რომლის სერტიფიკატს მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროს უმსხვილესი დამსაქმებლები ენდობიან.
კურიკულუმი
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- ბიზნესის საბაზო განათლება - ეს მოდული მოიცავს კონკრეტულად ბიზნესის სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: კალკულუსი, ექსელი, მონაცემთა ანალიზი, გამოყენებითი სტატისტიკა, შესავალი მონაცემთა მეცნიერებაში, სამართლის საფუძვლები, სოციოლოგია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა.
- ბიზნესის ძირითადი განათლება - ეს მოდული მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს მენეჯმენტში, ფინანსებსა და მარკეტინგში.
- სპეციალობის არჩევითი საგნები - ეს მოდული სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესის მიხედვით ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2024
კოდი:
0360101 Copied!ადგილების რაოდენობა: 180
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | ||
უცხო ენა | 2 | - | - |
არჩევითი გამოცდა | |||
ან მათემატიკა | 6 | 150 | - |
ან ისტორია | 6 | 30 | - |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
4მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
უცხო ენა
საგნის წონა
2მისაღები ადგილი
-მინიმალური ზღვარი
-ან მათემატიკა
საგნის წონა
6მისაღები ადგილი
150მინიმალური ზღვარი
-ან ისტორია
საგნის წონა
6მისაღები ადგილი
30მინიმალური ზღვარი
-ბიზნესის სკოლის შესახებ
ESM (European School of Management) შეიქმნა 1992 წელს და 2007 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა, როგორც ბიზნესის სკოლა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის საქართველოში ბიზნესის განათლების ფლაგმანი. ბიზნესის სკოლას აქვს მოპოვებული მყარი იმიჯი ბიზნესის განათლებაში, როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. სკოლის კურსდამთავრებულები ხელმძღვანელობენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსხვილ და საშუალო ბიზნესებსა და სტრატეგიულ პროექტებს.
ბიზნესის სკოლა (ESM) მოიცავს შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
- სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM)
- სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MF)
თითოეული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ბიზნესის სკოლა ათწლეულებია წარმატებულად ფუნქციონირებს და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:
- კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (Massachusetts Institute of Technology, Stanford University, Harvard University, Emory University, University of California, University of Pennsylvania, Cornell University, University of Chicago, Parsons School of Design, London Business School, Oxford Brookes University, ESADE და სხვა).
- კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ისე ფლობენ წარმატებულ სტარტაპებს.
- კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა: Meta, Google, EY, Goldman Sachs, Fox Entertainment, VISA, Solarisbank, McKinsey & Company, Uplift DAO და ა.შ.