GE

სამართლის სკოლა

სამართლის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციის დაკავებისთვის, სამართლის ცვალებად გარემოში ადაპტაციისა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვისათვის. 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს ფართო თეორიულ ცოდნას და იღებს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის ყველა სფეროში. გარდა ამისა, სტუდენტი სწავლობს ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარებს სამართლებრივი ინგლისურის კურსების ფარგლებში. იგი ეუფლება ადვოკატის ეთიკის წესებს და სამართლებრივი წერის ტექნიკებს.

სტუდენტი ირჩევს სასწავლო კურსებს (სპეციალობის არჩევითი საგნების მოდული) და თავისი ინტერესების შესაბამისად ამზადებს საბაკალავრო ნაშრომს. ამასთან, მას შესაძლებლობა აქვს ცოდნის ფონდის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო იმიტირებულ კონკურსებში (ნებაყოფლობითი არჩევითი საგნების მოდულში).

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სამართლის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია აირჩიოს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი მაინორ პროგრამა და 4 წლის ვადაში დაეუფლოს დამატებით სპეციალობას. მაგალითად, ბიზნესის და ფინანსების მაინორ პროგრამის არჩევის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება სამართლის ბაკალავრის ძირითადი კვალიფიკაცია და დამატებითი სპეციალობა ბიზნესსა და ფინანსებში.

კურიკულუმი

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 241 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • სამართლის  ძირითადი განათლება - აღნიშნული მოდული მოიცავს სამართლის საბაზისო განათლების საგნებს, საჯარო სამართლის საგნებს, სისხლის სამართლის საგნებს, კერძო და ბიზნესის სამართლის საგნებს, პროფესიული უნარების განვითარებისათვის საჭირო საგნებს. 
  • სამართლის პრაქტიკული განათლება - სამართლის პრაქტიკული განათლება მოიცავს ბიზნესის სამართლის, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, საკონსტიტუციო სამართლისა და იურიდიული პრაქტიკის საგნებს. სამართლის კლინიკებისა და იურიდიული პრაქტიკის მეშვეობით სტუდენტები იძენენ პროფესიულ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. 
  • სამართლის სპეციალობის არჩევითი საგნები - ეს მოდული სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესის მიხედვით სამართლის სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა. 
  • სამართლის არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360103 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 77

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4 - -
უცხო ენა 3 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 5 8 60%
ან ისტორია 5 61 -
ან სამოქალაქო განათლება 5 8 66%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

60%
ან ისტორია

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

61

მინიმალური ზღვარი

-
ან სამოქალაქო განათლება

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

66%

სამართლის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აერთიანებს სამართლის საბაკალავრო და ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამებს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განახლების დროს გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე საქართველოში იურისპრუდენციის სწავლების ნორმატიული ჩარჩო, პრაქტიკა და არსებული გამოწვევები. სამართლის სკოლა მოიცავს:

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამას (LLM)

თითოეული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

სამართლის სკოლის პროგრამებს უძღვებიან წამყვანი იურიდიული კომპანიების პარტნიორები, მოქმედი მოსამართლეები, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების იურისტები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები.

თეორიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიიღონ სავალდებულო პრაქტიკული გამოცდილება სამართლის კლინიკებში. ისინი მუშაობენ რეალური კლიენტების ქეისებზე (live client), რაც ავითარებს მათ პრაქტიკულ უნარებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკები შემდეგი მიმართულებით:

  • საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა
  • ადმინისტრაციული სამართლის კლინიკა
  • ბიზნესის სამართლის კლინიკა
  • სისხლის სამართლის კლინიკა

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტუდენტი გადის იურიდიულ პრაქტიკას ორგანიზაციაში, რომელიც სასწავლო გეგმის სავალდებულო კომპონენტია. იურიდიული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული მემორანდუმები სხვადასხვა დამსაქმებელთან.  

სამართლის სკოლა წარმატებულად ფუნქციონირებს და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:

  • კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (მაგალითად, University of Edinburgh, University of Cambridge, University of Columbia, University of California, Berkeley, Duke University, University of Virginia, Bucerius Law School, Goethe University Frankfurt, CEU, Shanghai Jiao Tong University და სხვა).
  • კონკურსები, რომლებშიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო რაუნდში წარმატებით სრულდება. ეროვნულ რაუნდებში გამარჯვების შემთხვევაში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ცოდნის ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსები მათი უცხო ქვეყანაში ვიზიტის, ცხოვრების ხარჯის და შეჯიბრებებში სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით. დაფინანსება გამოიყოფა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აგრეთვე სტუდენტების მწვრთნელი ლექტორებისთვის/პროფესორებისთვის.
  • კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ისე გლობალურ კომპანიებში.

დეკანი

Რევაზ Ხოფერია

რევაზ ხოფერია

ასოცირებული პროფესორი; სამართლის სკოლის დეკანი

r.khoperia@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნანა Სანებლიძე

ნანა სანებლიძე

სამართლის სკოლის კოორდინატორი

n.saneblidze@freeuni.edu.ge