GE

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა

შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ფოკუსირებულია შენობის საინჟინრო სისტემების ინტეგრირებულ, ჰოლისტიკურ ხედვაზე, გაცნობიერებაზე, ანალიზსა და ურთიერთმოქმედების საკითხებზე. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, როგორც შენობის ცალკეული საინჟინრო სისტემების დაპროექტებაში, მონტაჟში, გამართვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება, ასევე მათ ეცოდინებათ ამ სისტემების ურთიერთქმედების ეფექტები, ამოცანები და გამოწვევები, შეეძლებათ მათი შეფასება და გადაწყვეტა პრაქტიკულ საქმიანობაში.

სტუდენტებს პროგრამა აწვდის სასწავლო კურსებს ინტერდისციპლინური სწავლების გზით, რათა აღზარდოს კომპლექსურად მოაზროვნე, საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე მომავალი ლიდერები ინჟინერიის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა შენობის საინჟინრო სისტემები, მისი ინფრასტრუქტურა, ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობა და კონსტრუქციული სისტემების ინჟინერია.

პროგრამის ფარგლებში ინტერდისციპლინური სწავლება გამომდინარეობს ბაზრის კვლევიდან, რომლის თანახმადაც, საქართველოში ინჟინერიის კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტია ზემოხსენებულ მიმართულებებში. სწორედ ამის გამო, კომპანიებს უწევთ უცხოეთიდან კადრების მოწვევა, ან ფიზიკის და სხვა მომიჯნავე დარგის კურსდამთავრებულთა სამუშაო ადგილზე გადამზადება ასეთი საინჟინრო მიმართულებით. 

პროგრამა სხვა მსგავსი საერთაშორისო პროგრამის გამოცდილებას ითვალისწინებს (მაგალითად: Concordia University, Victoria University) და შექმნილია ადგილობრივი ვითარების, ასევე ქართულად სწავლების საჭიროების გათვალისწინებით და გამიზნულია ხელი შეუწყოს საქართველოში ინჟინერიის სფეროში სწავლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდას. 

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - შენობის სისტემების ინჟინერიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 242 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • შენობის სისტემების ინჟინერიის საბაზო განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად როგორებიცაა: კალკულუსი, ფიზიკის სხვადასხვა მიმართულება, ზოგადი ქიმია, პროგრამირების მეთოდოლოგია, წრფივი ალგებრა, დიფერენციალური განტოლებები, რიცხვითი მეთოდები.
  • შენობის სისტემების ინჟინერიის ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და ლაბორატორიულ კურსებს, მაგალითად როგორებიცაა: საინჟინრო ქიმია, საინჟინრო მექანიკა, თერმოდინამიკა, სითხეების მექანიკა, HVAC პროექტირება, შენობის კონსტრუქციები და ანალიზი, საინჟინრო გრაფიკა (Revit), მექანიკური და ელექტრო საინჟინრო სისტემები, შენობის სისტემების ინჟინერიის პროექტები.
  • პრაქტიკული განათლება - ეს კომპონენტი მოიცავს საგანს პრაქტიკა ინჟინერიაში, რომელიც სტუდენტს ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოში ადაპტაციაში, სასწავლო პროცესში განვითარებული კომპეტენციების პრაქტიკაში გავარჯიშებასა და ახალი კომპეტენციების გამომუშავებაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360110 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 27

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 2 - -
უცხო ენა 5 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 5 20 -
ან ფიზიკა 5 7 70%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

2

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

20

მინიმალური ზღვარი

-
ან ფიზიკა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

7

მინიმალური ზღვარი

70%

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა - MACS[E] მოიცავს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს შორის დაარსების დღიდან პირველ ადგილზეა უნივერსიტეტებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულის მიხედვით შედგენილ რეიტინგში.

ამავე რეიტინგში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა საბაკალავრო პროგრამებს შორის მეორე ადგილზეა.

სწორედ ასეთი წარმატებული სკოლის ფარგლებში, 2020 წელს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.

აბიტურიენტების უმეტესობა, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ სკოლას ირჩევენ.

მიღებული ცოდნის მაღალ ხარისხსა და კურსდამთავრებულების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს მათი წარმატების ისტორიები.

კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა Facebook, Instagram, Apple, Google, Microsoft, Skype, Amazon, eBay და სხვა. კურსდამთავრებულები წარმატებით გადიან გასაუბრების და ტესტირების რთულ და კომპლექსურ ეტაპებს საერთაშორისო კომპანიებში.

დეკანი

Ამირან Ამბროლაძე

ამირან ამბროლაძე

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის დეკანი

a.ambroladze@freeuni.edu.ge

ასოცირებული დეკანი

Შოთა Ღვინეფაძე

შოთა ღვინეფაძე

ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

s.gvinepadze@freeuni.edu.ge
Ვახტანგ Ჯანდიერი

ვახტანგ ჯანდიერი

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

v.jandieri@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Გუგა Ვარდიაშვილი

გუგა ვარდიაშვილი

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ასისტენტ-პროფესორი

g.vardiashvili@freeuni.edu.ge
Მაიკლ Სონდერსი

მიხეილ სონდერს

პროფესორი; შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.saunders@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნატალია Ხუბაშვილი

ნატალია ხუბაშვილი

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის კოორდინატორი

n.khubashvili@freeuni.edu.ge