ნიკა დურიშვილის ნაშრომი საერთაშორისო სიმპოზიუმზე
19 მაისი 2026
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის ნიკა დურიშვილის ნაშრომი "Cryptography of Optical Signals Based on Coupled Waveguide Arrays" წარმოდგენილი იქნება აშშ-ში, საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება ელექტრომაგნეტიზმის აქტუალურ პრობლემებს. სიმპოზიუმი ტარდება ქალაქ დეტროიტში, 12-17 ივლისს.
ნაშრომში წარმოდგენილია სიგნალის დაშიფვრის, შორ მანძილზე გადაცემის და განშიფვრის სქემა. დაშიფრული სიგნალის გაშიფვრა შესაძლებელია დეკოდერის საშუალებით, მხოლოდ მაშინ, როდესაც დეკოდერი აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. რიცხვითი ანალიზი ჩატარდა მაღალი სიხშირეებისათვის. შემდეგი ეტაპია წარმოდგენილი სქემის ეფექტურობის ჩვენება სხვადასხვა ნანო-ზომის სტრუქტურებისათვის და საბოლოოდ ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევა.
ნაშრომის მომზადებაში ჩართული იყო University of Duisburg-Essen და Martin Luther University Halle-Wittenberg (გერმანია), Nagoya Institute of Technology (იაპონია), University of Pennsylvania (აშშ), Pohang University of Science and Technology (სამხრეთ კორეა).
ნაშრომის ხელმძღვანელია მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის პროფესორი, ასოცირებული დეკანი ვახტანგ ჯანდიერი.
მსგავსი სიახლეები
06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას
21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს
06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს
19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო
11 აგვისტო 2023