GE

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აღწერა

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები ბიზნესის გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც სფეროს ღრმა ცოდნა, ასევე კონტექსტის ცოდნა და შეფასება, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, გუნდისა და პროექტის მართვა და პრაქტიკაში არსებული ამოცანების ამოხსნის შემოქმედებითი უნარები.

ასეთივე ამოცანა აქვთ საშუალო რგოლის ბიზნეს-ანალიტიკოსებსა და კონსულტანტებს. ისინი გავლენას ახდენენ, ხელს უწყობენ და ამზადებენ მენეჯერულ და ბიზნეს-გადაწყვეტილებებს.

ბიზნესის სკოლის (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) ხორციელდება 1996 წლიდან. პროგრამის მიზანია, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს და ანალიტიკოსებს/კონსულტანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ გაიღრმაონ ბიზნეს-გადაწყვეტილებების და ბიზნესის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები კონტექსტის შეფასებისათვის და, ასევე, უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს. 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრები გამოირჩევიან სწრაფი კარიერული წინსვლით. ისინი წარმატებას აღწევენ როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ და საჯარო ორგანიზაციებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ბევრი მათგანი საკუთარი ბიზნესის მფლობელია.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

კურიკულუმი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაციის მისაღებად პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულია 70 კრედიტი, რაც 3 მოდულშია გადანაწილებული.

პირველი მოდული არის ერთგვარი შესავალი მოდული, რომელიც მოიცავს ბიზნესის სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს. დანარჩენი ორი მოდული კი მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის საჭირო საგნებს, ასევე ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტებს. 

პროგრამა სავალდებულო საგნებთან ერთად მოიცავს არჩევით საგნებს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები იმგვარად არის შედგენილი, რომ კრედიტების გარკვეული რაოდენობა არჩევით საგნებს ეთმობა, რაც ქმნის თავისუფალი არჩევანის საშუალებას, სტუდენტებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები.

 

როგორ ჩავაბაროთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე 2026 წელს?

2026-27 სასწავლო წლისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მივიღებთ 50 მაგისტრანტს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • აქვს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (რომლითაც ხდება მართვის გამოცდილების დემონსტრირება)
  • ფლობს ინგლისურ ენას (B2 დონეზე)
  • სამუშაო დონეზე ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებს (Word, Excel, Power Point)

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 31 აგვისტოს ჩათვლით 
  • გასაუბრება კახა ბენდუქიძის კამპუსში (სექტემბრის დასაწყისი)

შერჩევის კრიტერიუმები

გასაუბრებას აქვს ინტერვიუს ფორმა, სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიტუაციების ანალიზის საფუძველზე და მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, რაც განსაზღვრავს კანდიდატის მოტივაციას, ლიდერობას და ეფექტური კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი, როგორც ბიზნესის ადმინისტრატორის ჩამოყალიბებისთვის.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

2026-27 სასწავლო წლისთვის, სამაგისტრო პროგრამის საფასური შედგება 3 თანაბარი გადახდისგან, თითოეული  1550 * 3 (ცვალებადი) = 4650 ლარი.

სწავლის საფასურს მაგისტრანტი იხდის 3 თანაბარი გადახდის მეშვეობით.

ბიზნესის სკოლის შესახებ

ESM (European School of Management) შეიქმნა 1992 წელს და 2007 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა, როგორც ბიზნესის სკოლა. 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის საქართველოში ბიზნესის განათლების ფლაგმანი. ბიზნესის სკოლას აქვს მოპოვებული მყარი იმიჯი ბიზნესის განათლებაში, როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. სკოლის კურსდამთავრებულები ხელმძღვანელობენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსხვილ და საშუალო ბიზნესებსა და სტრატეგიულ პროექტებს.

ბიზნესის სკოლა (ESM) მოიცავს შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
  • ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (OM)
  • ფინანსების სამაგისტრო პროგრამა (MF)

თითოეული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ბიზნესის სკოლა ათწლეულებია წარმატებულად ფუნქციონირებს და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:

  • კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (Massachusetts Institute of Technology, Stanford University, Harvard University, Emory University, University of California, University of Pennsylvania, Cornell University, University of Chicago, Parsons School of Design, London Business School, Oxford Brookes University, ESADE და სხვა).
  • კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ისე ფლობენ წარმატებულ სტარტაპებს.
  • კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა: Meta, Google, EY, Goldman Sachs, Fox Entertainment, VISA, Solarisbank, McKinsey & Company, Uplift DAO და ა.შ. 

დეკანი

Გიგა Ბედინეიშვილი

გიგა ბედინეიშვილი

პროფესორი; ბიზნესის სკოლის დეკანი

g.bedineishvili@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Თეკო Ძიძიგური

თეკო ძიძიგური

ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

t.dzidziguri@freeuni.edu.ge
Სალომე Შიოშვილი

სალომე შიოშვილი

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი

s.shioshvili@freeuni.edu.ge