GE

ბიზნესის სკოლა

ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

ოპერაციების მენეჯერი არის  პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქტის თუ მომსახურების წარმოების სრულ ციკლსა და პროდუქციის მომხმარებლამდე ეფექტიანად მიწოდებაზე. მისი ამოცანაა ეძებოს წარმოებისა და მიწოდების საუკეთესო გზები და იზრუნოს ბიზნესის პროცესების გაუმჯობესებაზე. ამისათვის ოპერაციების მენეჯერი მონიტორინგს უწევს და აანალიზებს ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებს, ხარისხის სტანდარტებს, ახალ ტექნოლოგიებს და ზრუნავს ეფექტიანობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზაზე.

ოპერაციების მენეჯმენტში პროგრამის (MBA in OM) მიზანია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს და ანალიტიკოსებს/კონსულტანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ შეისწავლონ ოპერაციების მენეჯმენტი და მისი შემავსებელი დისციპლინები. პროგრამის მიზნებია:

  • სტუდენტებს შესძინოს იმ პროცესების დიზაინის შემუშავებისათვის, დაგეგმვისათვის, შესრულებისა და კონტროლისათვის საჭირო უნარები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებას.
  • შეასწავლოს სტუდენტებს კომპანიის ამოცანებიდან და მომხმარებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, როგორ უნდა შექმნან, გამართონ, მართონ და აკონტროლონ პროდუქტის და სერვისების მიწოდების ბიზნესპროცესები და ოპერაციები ეფექტიანად.
  • მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ რთულ და სწრაფად ცვალებად ბიზნესის გარემოში. 
  • შესძინოს სტუდენტებს ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული ანალიტიკური და ლიდერული უნარები პრაქტიკაში დასმული ამოცანების გადასაწყვეტად და გამოწვევების საპასუხოდ.
  • შესძინოს ცოდნა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის ოპერაციების ანალიზისა და განვითარებისათვის და უნარები ამ ოპერაციების ხარისხის, პროდუქტიულობის და ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში. პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით 2 წელი.

 

კურიკულუმი

ოპერაციების მენეჯმენტში სამაგისტრო პროგრამის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული 120 კრედიტი, რაც 4 მოდულშია გადანაწილებული.

პირველი მოდული არის ერთგვარი შესავალი მოდული, რომელიც მოიცავს ბიზნესის სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს. დანარჩენი სამი მოდული კი მოიცავს ოპერაციების მენეჯმენტის თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის საჭირო საგნებს, ასევე ანალიტიკური კვლევის უნარების შეძენისთვის აუცილებელ კომპონენტებს. 

პროგრამა სავალდებულო საგნებთან ერთად მოიცავს არჩევით საგნებს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები იმგვარად არის შედგენილი, რომ კრედიტების გარკვეული რაოდენობა არჩევით საგნებს ეთმობა, რაც ქმნის თავისუფალი არჩევანის საშუალებას სტუდენტებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები.

პროგრამის დასრულებისათვის აუცილებელია სტუდენტის მიერ სადიპლომო პროექტის მომზადება და წარდგენა. სადიპლომო პროექტის მიზანია სტუდენტმა შეძლოს პროგრამაში მიღებული ცოდნის გამოყენება, პრობლემის არსში გარკვევა, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება, კვლევისა და ანალიზის მეთოდების გამოყენება.

როგორ ჩავაბაროთ ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?

2024-25 სასწავლო წლისთვის ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მივიღებთ 40 მაგისტრანტს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • ფლობს ინგლისურ ენას (Intermediate)
  • სამუშაო დონეზე ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებს (Word, Excel, Power Point)

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 15 სექტემბრის ჩათვლით. 
  • გასაუბრება კახა ბენდუქიძის კამპუსში (სექტემბრის დასაწყისი)

შერჩევის კრიტერიუმები

გასაუბრებას აქვს ინტერვიუს ფორმა, სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიტუაციების ანალიზის საფუძველზე და მისი პიროვნული უნარ–ჩვევები, რაც განსაზღვრავს კანდიდატის მოტივაციას, ლიდერობას და ეფექტური კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი, როგორც ბიზნესის ადმინისტრატორის ჩამოყალიბებისთვის.
მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

2024-26 სასწავლო წლისთვის, სამაგისტრო პროგრამის გადასახადი შეადგენს 4 კვარტალურ გადახდას 1125 * 3 (ცვალებადი) = 3375 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდის სქემას მაგისტრანტი ირჩევს ხელშეკრულების გაფორმებისას:

  • გადახდის საბაზისო სქემის შესაბამისად ოთხი თანაბარი გადახდა
  • ყოველთვიური არათანაბარი გადახდა

ბიზნესის სკოლის შესახებ

ESM (European School of Management) შეიქმნა 1992 წელს და 2007 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა, როგორც ბიზნესის სკოლა. 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის საქართველოში ბიზნესის განათლების ფლაგმანი. ბიზნესის სკოლას აქვს მოპოვებული მყარი იმიჯი ბიზნესის განათლებაში, როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. სკოლის კურსდამთავრებულები ხელმძღვანელობენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსხვილ და საშუალო ბიზნესებსა და სტრატეგიულ პროექტებს.

ბიზნესის სკოლა (ESM) მოიცავს შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
  • სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM)
  • სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MF)

თითოეული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ბიზნესის სკოლა ათწლეულებია წარმატებულად ფუნქციონირებს და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:

  • კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (Massachusetts Institute of Technology, Stanford University, Harvard University, Emory University, University of California, University of Pennsylvania, Cornell University, University of Chicago, Parsons School of Design, London Business School, Oxford Brookes University, ESADE და სხვა).
  • კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ისე ფლობენ წარმატებულ სტარტაპებს.
  • კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა: Meta, Google, EY, Goldman Sachs, Fox Entertainment, VISA, Solarisbank, McKinsey & Company, Uplift DAO და ა.შ. 

დეკანი

Გიგა Ბედინეიშვილი

გიგა ბედინეიშვილი

პროფესორი; ბიზნესის სკოლის დეკანი

g.bedineishvili@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Თეკო Ძიძიგური

თეკო ძიძიგური

ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

t.dzidziguri@freeuni.edu.ge
Სალომე Შიოშვილი

სალომე შიოშვილი

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი

s.shioshvili@freeuni.edu.ge