GE

"ადამიანი და სამართალი" - კონკურსის პირველი ტური

04 აპრილი 2016

2 და 3 აპრილს აბიტურიენტების შეჯიბრის "ადამიანი და სამართალი" პირველი ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა.

გუნდები იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე გამოვიდნენ და მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პოზიციები წარმოადგინეს.

პროცესებზე გამოსვლამდე აბიტურიენტებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.

ზეპირი გამოსვლებისთვის შეჯიბრის მონაწილეებს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც ეხმარებოდნენ.

პირველი ტურის შედეგად ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალური და ფინალური თამაშები 9 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება.