ადამიანი და სამართალი
24 იანვარი 2016
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს აბიტურიენტებისათვის "ადამიანი და სამართალი".
დარეგისტრირდით აქ, მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა, გადით ფინალში, გაემგზავრეთ სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ან მოიპოვეთ დამატებითი სასწავლო გრანტი.
ვისთვის არის განკუთვნილი კონკურსი?
კონკურსი განკუთვნილია სამართლითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.
შეჯიბრის ეტაპები:
შეჯიბრი შედგება შესარჩევი ეტაპისგან, იმიტირებული სასამართლო პროცესების პირველი ეტაპისგან, ნახევარ ფინალისა და ფინალისაგან.
შესარჩევი ეტაპი:
მონაწილეების შერჩევა მოხდება მონაწილეთა მიერ ზეპირად წარმოდგენილი შესავალი სიტყვის საფუძველზე. მონაწილეობის წინაპირობაა მსურველთა მიერ ელ. სარეგისტრაციო განაცხადის შევსება.
კონკურსში მონაწილეობას შეძლებს შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო ქულების მქონე 90 აბიტურიენტი.
იმიტირებული სასამართლო პროცესები:
მონაწილეობის მსურვეთაგან შერჩეული 90 აბიტურიენტი გაივლის სპეციალურ მომზადებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კონკურსის საქმის შესახებ.
მონაწილეთა შერჩევა:
კონკურსის მონაწილეებს შეარჩევენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები და ლექტორები.
ვინ არიან იმიტირებული სასამართლო პროცესების მოსამართლეები ?
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს განსჯიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები და ლექტორები.
როგორ მივიღო კონკურში მონაწილეობა?
შეჯიბრში მონაწილეობის წინაპირობაა ონლაინ სარეგისტრაციო განაცხადის შევსება.
ჯილდო:
კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები, იმ შემთხვევაში თუ გახდებიან თავისუფალი უნივეტსიტეტის სტუდენტები, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან სტრასბურგში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 3 500 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც გადანაწილდება 8 სემესტრზე.
ვაუჩერის გამოყენება შეუძლია მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრს, რომელიც 2017 წელს ჩააბარებს თავსუფალი უნივერსიტეტის სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე.