ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა
29 ნოემბერი 2023
2023 წლის 2-11 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, რომელშიც საქართველოს 17 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას.
2 დეკემბერს 12:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება კვირეულის გახსნის ღონისძიება. გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება საპანელო დისკუსია თემაზე „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოსთვის“.
დისკუსიას გაუძღვებიან: გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, როგორც ევროპული ინტეგრაციის საფუძველი; ევროკავშირის ადამიანის უფლებების ქარტია და ევროკონვენციასთან მისი ჰარმონიზაცია; ევროკავშირის მოთხოვნები ადამიანის უფლებების მიმართულებით და მისი კავშირი პირველი რესპუბლიკის მიზნებთან.
2023 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან ფეისბუქ გვერდებზე.
![29=11](/media/scxdkuud/29-11.jpg)
მსგავსი სიახლეები
![LAW Თამუნა Ქოჩაკიძე](/media/rboepace/law-თამუნა-ქოჩაკიძე.jpg)
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
![LAW Თინათინ Თინიკაშვილი](/media/adndgwst/law-თინათინ-თინიკაშვილი.jpg)
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
![LAW Თამარ Ჯიქია](/media/aoabkem2/law-თამარ-ჯიქია.jpg)
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
![LAW Მარიამ Მოსეშვილი](/media/cfznqgha/law-მარიამ-მოსეშვილი.jpg)
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
![Usaid Low](/media/zlnlt2ar/usaid-low.jpg)
04 ივლისი 2023