GE

ალექსანდრე სულაბერიძემ სტაჟირება გაიარა იულიხის კვლევით ცენტრში

22 ივლისი 2025

თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტმა, ალექსანდრე სულაბერიძემ, თებერვალში ერთთვიანი სტაჟირება გაიარა იულიხის კვლევით ცენტრში (Forschungszentrum Jülich) ინსტიტუტში ICA | PGI-4.

Georgian-German Science Bridge (GGSB) პროექტის ფარგლებში, ალექსანდრემ მიიღო გამოცდილება სიმულაციური მოდელების შექმნასა და კვლევითი პროცესების შესწავლაში. სტაჟირების მთავარ მიზანს წარმოადგენდა Gem5 კომპიუტერული არქიტექტურის სიმულატორის გამოყენებით აპარატურული აქსელერატორის პროგრამული მოდელის შექმნა.

სტაჟირების განმავლობაში ალექსანდრე აქტიურად იყო ჩართული Neurotec გუნდის ყოველკვირეულ შეხვედრებში და ინსტიტუტის გარეთ წარმომადგენლების წინაშე პროექტის ტექნიკური მიმოხილვის სესიებში.

სტაჟირების ბოლოს, ალექსანდრემ ჩაატარა ლექცია ინსტიტუტის ყოველკვირეულ ლექციების სერიაში ნეირომორფული აპარატურული აქსელერატორების შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის ალექსანდრეს სტაჟირების შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

Aleqsandre Sulaberize