GE

ანა მუკბანიანი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

05 სექტემბერი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ანა მუკბანიანი სწავლას ჩინეთში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში (Zhejiang University) გააგრძელებს.

მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად, ანამ მოიპოვა სრული დაფინანსება.

ანა ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ჩინური ენისა და კულტურის პროგრამაზე და გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონესა და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.

Ანა Მუკბანიანი