GE

არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების პროექტების გამოფენა ჭიათურაში

16 ოქტომბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებმა ჭიათურის კულტურის ცენტრში პროექტების გამოფენა მოაწყვეს 22 სექტემბერს.

გეოლოგიის მუზეუმისა და სასტუმრო სახლების სტუდენტური პროექტები პასუხობდნენ ჭიათურის ლანდშაფტის და ქალაქის ურბანული ისტორიის გამოწვევებს. მესამე კურსის ამ არქიტექტურულ სტუდიას ლექტორებმა სოფიო მირზიაშვილმა და გოგა ჩხეტიამ უხელმძღვანელეს.

სტუდენტებმა პროექტები დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს, მათ შორის, ქალაქის მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს. სტუდენტების პროექტები დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში იყო გამოფენილი.

პროექტირებასა და კვლევას მხარი დაუჭირა GIZ-მა, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში.

2 3 4