ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის
16 დეკემბერი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები მარიამ ტაგანაშვილი და მარიამ ბიბილური საკონსტიტუციო ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის“ გამარჯვებულები გახდნენ. ამასთან, მარიამ ტაგანაშვილი დასახელდა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) რჩეულად და სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება. მარიამ ბიბილური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის რჩეული გახდა, ის საიაში სტაჟირებას გაივლის. გამარჯვებულ გუნდს კონსულტაციას უწევდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და მოწვეული ლექტორი მარინე კაპანაძე.
კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდა თავისუფალი უნივერსიტეტს სტუდენტების მეორე გუნდიც. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამოავლინა თავისი რჩეული ნიტა ქოროღლიშვილი, რომელიც ფონდში სტაჟირებას გაივლის. საუკეთესო სპიკერის ჯილდო გადაეცა ელეონორა ფუთურიძეს. ელეონორა ფუთურიძის და ნიტა ქოროღლიშვილის გუნდის მწვრთნელი მარინე კაპანაძე იყო.
კონკურსი ჩატარდა 10-12 დეკემბერს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით. ოლიმპიადაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იღებდნენ.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023