"ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის" - თავისუფალი უნივერსიტეტის ტრიუმფით დასრულდა
13 დეკემბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები ედო ჯავახიძე და მზეკო რომანაძე საკონსტიტუციო ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის“ გამარჯვებულები გახდნენ.
გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი, მარი კაპანაძე იყო.
კონკურსის მეორე ფინალისტებიც თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები, ნიცა სირაძე და მარიამ ალასანია იყვნენ. მათი მწვრთნელი თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი მშვენიერაძე გახლდათ.
ნიცა სირაძე დასახელდა ოლიმპიადის საუკეთესო მოპასუხედ და საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეულად.
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეული გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი, ლუკა გოგუა.
კონკურსი ჩატარდა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით. ოლიმპიადას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი” (IRZ). შეჯიბრში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023