GE

AzRy-ს სტიპენდიის გამარჯვებული გამოვლინდა

07 დეკემბერი 2023

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ AzRy-მ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის მეორე კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს ვასიკო ვაზაგაევს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა.

ვასიკოს სტიპენდიის დამადასტურებელი სერტიფიკატი კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს დასაქმების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე.

თავისუფალი უნივერსიტეტი და კომპანია AzRy წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ სტუდენტების აკადემიური თუ კარიერული განვითარების კუთხით და სასწავლო სტიპენდიაც ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.

Ვასიკო Ვაზაგაევი 1