GE

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

23 დეკემბერი 2013

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი 2011 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნა.

ცენტრის მიზანია ბიზნეს სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა.

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

• ბიზნეს სამართლის სწავლება

• ქართველი პროფესორ-მასწავლებლების ბიზნეს სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

• საქართველოში ბიზნეს სამართლის განვითარების ხელშეწყობა

ამ მიზნით ცენტრი ეწევა ბიზნეს სამართლის პოპულარიზაციას საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით; ხელს უწყობს ამ სფეროში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას და ბიზნეს სამართლის, როგორც დარგის განვითარებას კვლევისა და პუბლიკაციების საშუალებით.

ცენტრის მთავარი პარტნიორია უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (Washburn University School of Law, KS, USA), რომელიც კვალიფიციურ ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევს ცენტრს სასწავლო მოდულების და პროექტების შემუშავებაში და მონაწილეობას იღებს ცენტრის მიერ განხორციელებულ ცალკეულ ღონისძიებებში.

აღნიშნული პარტნიორობა ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.