ბიზნესის სამართლის კონფერენცია ჩატარდა კამპუსში
27 დეკემბერი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-13 ეროვნული კონფერენცია.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:
- გიორგი ჯუღელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- ანა კოსტავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ბანკის მთავარი იურისტი
- ქეთევან მესხიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის იურისტი
- სოფიო ჩაჩავა - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
- ქეთევან მესხიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ბიზნესის სამართლის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: შესაძლო ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში; უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სასამართლო პრაქტიკა ფულის გათეთრების კანონმდებლობასთან მიმართებით საქართველოში; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასა და ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით; უფლებების ბოროტად გამოყენება; არასტანდარტული შრომითი ურთიერთობები და სხვა პრაქტიკული გამოწვევები შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში.
კონფერენცია ჩატარდა 16-17 დეკემბერს თბილისის კახა ბენდუქიძის კამპუსში.



მსგავსი სიახლეები

21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს

31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს

04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს

09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს

04 ივლისი 2023