GE

Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს

26 სექტემბერი 2024

RC მანქანების რბოლა კახა ბენდუქიძის კამპუსზე - Campus RC Race 2024

18 ოქტომბერს, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტების (ECE21) ორგანიზებით და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კამპუსში გაიმართება დაუვიწყარი RC რბოლა.

RC რბოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს, რისთვისაც უნდა გაიარონ რეგისტრაცია 1 ოქტომბრის ჩათვლით ლინკზე.

🛠️ რა არის RC რბოლა?

ეს არის შეჯიბრი, სადაც გუნდები თავად აწყობენ რადიო-კონტროლირებად მანქანებს და შემდეგ კამპუსში სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე ეჯიბრებიან ერთმანეთს.

👥 ვინ მონაწილეობს?

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი (თითოეულში მაქსიმუმ 3 წევრი).

🏆 კატეგორიები და პრიზები:

🥇 მთავარი რბოლა: Grand Prix

2 საპრიზო ადგილი

🏎️ Drag Race

1 საპრიზო ადგილი

🎨 სტილი და კრეატიულობა

1 საპრიზო ადგილი (ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო საინჟინრო კრეატივი და დიზაინი)

🎯 რა არის პროექტის მიზანი?

პროექტის მთავარი მიზანია, ინჟინერიით დაინტერესებულ ადამიანებს სახალისო გარემოში მიეცეთ ცოდნის შეძენისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, მონაწილეებს ექნებათ შანსი, მოიპოვონ მიმზიდველი პრიზები.

📅 მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი: სარეგისტრაციო პერიოდი
  • 2 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი: მანქანის აწყობის პერიოდი
  • 16 ოქტომბერი: მანქანების შემოწმება შეზღუდვებზე
  • 17 ოქტომბერი: საკვალიფიკაციო ეტაპი ჯგუფებში გასანაწილებლად
  • 18 ოქტომბერი: უშუალოდ შეჯიბრი

📄 დეტალური წესები:

შეჯიბრის წესებზე დეტალური ინფორმაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს გაეგზავნებათ იმეილებზე.

26 09