GE

ჩემი თვალით დანახული ჩინეთი

19 მაისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის  ჩატარდა ესსეების კონკურსი - "ჩემი თვალით დანახული ჩინეთი".

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეებმა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ლანჭოუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ბაზაზე, წარმოადგენს ჩინური ენისა და კულტურის ცენტრს. აქ ფუნქციონირებს ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდების HSK და YCT ცენტრი.

ჩვენთან ჩინური ენა ისწავლება საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს „ჩინური ენის პრაქტიკული კურსის“ გამოყენებით.

შემსწავლელებს ეძლევათ ჩინეთში უფასო სტაჟირებისა ან საზაფხულო სკოლაში გამგზავრების საშუალება. აქ იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები და კონკურსები.

ჩვენს ბიბლიოთეკაში შემსწავლელებს აქვთ საშუალება უფასოდ ისარგებლონ მდიდარი ჩინური ლიტერატურითა და უახლესი აუდიო-ვიდეო მასალით.