GE

ჩინეთის ელჩის მადლობა კონფუცის ინსტიტუტს

17 ნოემბერი 2015

16 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუე პინი.

ელჩი დაესწრო კონფუცის ინსტიტუტის ყველა ჯგუფის, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების ჯგუფის ღია გაკვეთილს და კმაყოფილება გამოთქვა ჩინური ენის სწავლების ხარისხით.

იუე პინმა ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა კონფუცის ინსტიტუტისის დირექტორსა და ლექტორებს და აღნიშნა მისი აქტიური როლი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში

ელჩმა კონფუცის ინსტიტუტს გადასცა საჩუქარი, ასევე გადასცა საჩუქარი კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, მარინე ჯიბლაძეს მისი სინოლოგიაში და ჩინური ენის ხარისხიან სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის, ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთის შეცნობაში აქტიური მონაწილეობისთვის.