GE

ჩინური ახალი წელი კამპუსში

30 იანვარი 2015

5 თებერვალს 17:30 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრში კონფუცის ინსტიტუტი და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ჩინური ენის მიმართულება წარმოგიდგენთ ჩინური ახალი წლის ფესტივალს.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ჩინური ახალი წლის ტრადიციებს, ჩინურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესრულებული მელოდიას, ჩინური სიმღერებს და პოეზიას, იხილოს ცეკვები, ჩინური თეატრალური დადგმები, ჩინური ორთაბრძოლები: უშუ და თაიძიციუანი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინელი სტუმრები და ჩინურ ენასთან და კულტურასთან დაკავშირებული ქართველები. 
ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონკურსის "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" კონკურსანტების დაჯილდოება.
დასწრება თავისუფალია.