GE

ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის (HSK) მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

18 თებერვალი 2018

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა 2018 წლის HSK გამოცდაში მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სტუდენტმა. მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ წარმატებითა და მაღალი შედეგებით ჩააბარა აღნიშნული გამოცდა. სიტყვით გამოვიდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვატო ლეჟავა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, ტენგ სიუკუანგი. სტუმარმა ხაზგასმით აღმიშნა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი არის ლიდერი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში.