GE

ჩინური ენის ხიდი სკოლის მოსწავლეთათვის

11 ივნისი 2014

12 ივნისს 17:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსის - “ჩინური ენის ხიდი სკოლის მოსწავლეთათვის” - პირველ შესარჩევ ტურს საქართველოში. კონკურსის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. “ჩინური ენის ხიდი სკოლის მოსწავლეთათვის” გამარჯვებული გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

12 ივნისს, აღნიშნულ ღონისძიებაზევე დაჯილდოვდებიან  სკოლებში ჩატარებული კონკურსის “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” გამარჯვებულები.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბატონი იუე პინი, საქართველოში მოღვაწე ჩინური კომპანიების წარმომადგენლები, კონკურსში მონაწილე სკოლების დირექორები და სხვა საპატიო სტუმრები.

თავისუფალი უნივერსიტეტის დღესდღეობით ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ საფუძვლიანად შეისწავლონ ჩინური ენა და ქვეყანათმცოდნეობა. ამავე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი კი სთავაზობს, ყველა მსურველს, ჩინური ენის სასწავლო კურსებსა და ჩინეთის კულტურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტს.

უნივერსიტეტშივე მოქმედებს საქართველოში ჩინური ენის ერთადერთი საგამოცდო ცენტრი, სადაც  მიიღებთ ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერთიფიკატს (HSK). აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივიერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ჩინურ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

კონკურსი გაიმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში (პირველი სართული).