GE

"ჩინური კულტურის საოცრებები"

22 სექტემბერი 2014

კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იმართება კულტურული ღონისძიება "ჩინური კულტურის საოცრებები"

კონფუცის ინსტიტუტი წარმოადგენს ჩინური ენისა და კულტურის ცენტრს. აქ ფუნქციონირებს ჩინური ენის კურსები, სადაც ასწავლიან ქართველი და ჩინელი კვალიფიციური პედაგოგები.

ინსტიტუტს გააჩნია ბიბლიოთეკა და ლინგაფონური კაბინეტი. აქ სწავლის მსურველებს საშუალება აქვთ მიიღონ HSK ჩინური ენის დონის გამოცდაში მონაწილეობა და მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

ინსტიტუტი წარჩინებულ სტუდენტებს სთავაზოვს სტაჟირებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

პარასკევს, 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი და აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულება საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციასთან, ჩინურ რესტორნებთან "სიანკანთან" და „პიკასოსთან", ასევე "ჩინური ჩაის სახლთან" ერთად გეპატიჟებათ ჩინური კულტურის საღამოზე.

უშუს პრეზენტაცია - სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ტრადიციულ ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას - უშუსა და თაიძის. ჩინური საბრძოლო ხელოვნება ვარჯიშისა და თავდაცვის კომბინაციაა, რომლის იდეებიც ფილოსოფიურ დატვირთავს ატარებს. ნაჩვენები იქნება ორთაბრძოლის შესანიშნავი წარმოდგენა.

ჩინური ჩაი - გაიმართება ჩაის კულტურის პრეზენტაცია, სადაც სტუმრები გაეცნობიან ჩინური ჩაის ისტორიას, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ასევე, ყველა დამსწრეს ექნება საშუალება დააგემოვნოს და შეაფასოს ტრადიციული ჩაის სახეობები.

ჩინური სამზარეულო - საღამოს ჩინური სამზარეულო დააგვირგვინებს, რომელსაც კულინარიის აკადემია უმასპინძლებს. ჩინური სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო. ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ჩინური სამზარეულოს შედევრები.

3 ოქტომბერს კამპუსში ჩინურ საოცრებებს წარმოგიდგენთ!