GE

ჩინური პოეზიის კონკურსი

10 მაისი 2015

15 მაისს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების ორგანიზებით გაიმართება ჩინური პოეზიის კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავისუფალი, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საშუალო სკოლის მოსწავლეები და ჩინური ენით დაინტერესებული ახალგაზრდები.

მონაწილეები წაიკითხავენ ლექსებს ჩინურ ენაზე, ჟიური კი საუკეთესოებს გამოავლენს და მათ სამახსოვრო პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვებს.

კონკურსი ჩატარდება 321-ე აუდიტორიაში.

დასწრება თავისუფალია.