GE

დაფინანსების ახალი სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში

07 აპრილი 2013

უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ცოდნის ფონდის თანადაფინანსების საგრანტო სისტემა.

 

ცოდნის ფონდის თანადაფინანსების (საგრანტო) სისტემა - შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 2 250 ლარით მცირდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, მიიღებ ცოდნის ფონდის 9 000 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 2 250 ლარით შეამცირებს.
დარჩენილ თანხას გადაიხდი სტანდარტულად.

 

სასწავლო გრანტი ჩვენთან სწავლისთვის: „საუკეთესო – საუკეთესოებს“

ჩვენ საუკეთესო აბიტურიენტებს ვაჯილდოებთ სასწავლო გრანტებით. საგრანტო ფონდი ყოველწლიურად იზრდება.
საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი. 2008 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა 60 სტუდენტს, ხოლო ჯამურმა თანხამ შეადგინა 500 000 ლარი.

თუ:

  • იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
  • გაიმარჯვებ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდები ჩვენი სტუდენტი;
  • აგირჩევენ შენი ჯგუფელები პირველი სემესტრის შემდგომ (სტუდენტური არჩევანი)

მაშინ, მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს.

ფიზიკის სკოლის სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა

დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

  • ხარ ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში
  • ხარ ფიზიკის ან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა
თანადაფინანსების სისტემის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტს საშუალება გექნება შენ მიერ პირველ სასწავლო წელს გადასახდელი თანხა გადაიხადო მომდევნო სასწავლო წლებში (სწავლის დასრულებამდე).
დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

  • ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
  • ხარ ფიზიკის ან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.