- უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში ან აგრარულ უნივერსიტეტში 2023 წელს
- დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ოჯახს ჰქონდეს მინიჭებული 120001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა
დაფინანსების სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში (2023-24 სასწავლო წელი)
21 მარტი 2013
2023-2024 წლისათვის მოქმედი მოდელი:
ცოდნის ფონდის თანადაფინანსების (საგრანტო) სისტემა - შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 2 000 ლარით მცირდება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, მიიღებ ცოდნის ფონდის 8 000 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც შენ მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 2 000 ლარით შეამცირებს.
დარჩენილ თანხას გადაიხდი სტანდარტულად.
შენ შეგიძლია უკვე ხელი მოაწერო ცოდნის ფონდსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც განიჭებს უფლებას, მიიღო ეს გრანტი, ხოლო საგრანტო ხელშეკრულებას კი წარმოადგენ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ.
ცოდნის ფონდის გრანტით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
საგზური 2023 - წელს ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს!
სასწავლო გრანტი ჩვენთან სწავლისთვის: "საუკეთესო – საუკეთესოებს"
საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი.
2007 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა ათასობით სტუდენტს.
შენ მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს თუ:
• იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
• იქნები საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე და გახდები ჩვენი სტუდენტი;
ფიზიკის სკოლის სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა
დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:
• ხარ ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში
• ხარ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS[E]) სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა
დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:
• ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
• ხარ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
შემეცნებითი კონკურსები - სასწავლო გრანტის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობა
თვალი ადევნე და დარეგისტრირდი თავისუფალი უნივერსიტეტის შემეცნებით კონკურსებზე, მიიღე მონაწილეობა, დაიკავე საპრიზო ადგილი და მოიპოვე დამატებითი გრანტი.