GE

დანაშაული და სამართალი

04 თებერვალი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს აბიტურიენტებისათვის „დანაშაული და სამართალი"

გაინტერესებთ როგორ მუშაობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ? მიიღეთ მონაწილეობა შეჯიბრში „დანაშაული და სამართალი" და თქვენ შეძლებთ გაემგზავროთ ჰააგაში, გაიცნოთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები და დაესწროთ სასამართლო პროცესებს.

ვისთვის არის განკუთვნილი კონკურსი?

კონკურსი განკუთვნილია საერთაშორისო სამართლით, სისხლის სამართლითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის;

შეჯიბრის ეტაპები:
შეჯიბრი შედგება შესარჩევი ეტაპისგან, იმიტირებული სასამართლო პროცესების პირველი ეტაპისგან, ნახევარ ფინალისა და ფინალისაგან.

იმიტირებული სასამართლო პროცესების ნახევარ ფინალი და ფინალი გაიმართება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

შესარჩევი ეტაპი:
მონაწილეების შერჩევა მოხდება მონაწილეთა მიერ ზეპირად წარმოდგენილი შესავალი სიტყვის საფუძველზე. მონაწილეობის წინაპირობაა მსურველთა მიერ ელ. სარეგისტრაციო განაცხადის შევსება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეობის მსურველები მიიღებენ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ საქმის მასალას და მიწოდებული მასალის საფუძველზე ინდივიდუალურად წარადგენენ მათ მიერ მომზადებულ შესავალ სიტყვას. კონკურსში მონაწილეობას შეძლებს შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო ქულების მქონე 90 აბიტურიენტი.

იმიტირებული სასამართლო პროცესები:

მონაწილეობის მსურვეთაგან შერჩეული 90 აბიტურიენტი გაივლის სპეციალურ მომზადებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და კონკურსის საქმის შესახებ.

მონაწილეთა შერჩევა

კონკურსის მონაწილეებს შეარჩევენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორები და ლექტორები.

ვინ არიან იმიტირებული სასამართლო პროცესების მოსამართლეები ?

იმიტირებულ სასამართლო პროცესებს განსჯიან საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მოქმედი მოსამართლეები და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოქმედი პროფესორები და ლექტორები.

როგორ მივიღო კონკურში მონაწილეობა?

შეჯიბრში მონაწილეობის წინაპირობაა ელ. სარეგისტრაციო განაცხადის შევსება.

შეჯიბრის წესები

გთხოვთ გადადით მითითებულ ბმულზე და გაეცანით შეჯიბრის წესებს.

ჯილდო:

კონკურსში გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგა, ჰოლანდია).

ფინალისტები და გამარჯვებული გუნდის წევრები ასევე მიიღებენ თავისუფალ უნივერსიტეტის სასწავლო გრანტსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს.

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 2015 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.

გასაუბრებების განრიგი