De Re Publica 2024-ის პირველი ტური ჩატარდა
05 მარტი 2024
შემეცნებითი კონკურსის De Re Publica-ს პირველი ტური ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით,
კონკურსი განკუთვნილია მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის.
კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს. მეორე ტურიც ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი
II ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი
III ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი