GE

დისკუსია - რელიგია და პოლიტიკა - კამპუსში

30 ივნისი 2015

27 ივნისს კამპუსმა უმასპინძლა დისკუსიას - "რელიგია და პოლიტიკა."

დისკუსია ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის (MSS) ეგიდით და მასში მონაწილეობა მიიღეს ოქსფორდისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა.

იმის გამო, რომ სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფოკუსი რელიგიის და პოლიტიკის შესწავლაა, ამ მიმართულებით ინტერდისციპლინარული კვლევების აქტუალურობაზე ისაუბრეს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა.

მომხსენებლები იყვნენ:

თეო მარტენ ვან ლინტი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.

პროფესორმა ვან ლინტმა ისაუბრა ამიერკავკასიაში რელიგიისა და კოლექტიური მეხსიერების ურთიერთმიმართებაზე, განსაკუთრებით, სომეხთა გენოციდის ფონზე და, ამასთანავე, თანამედროვე თურქეთის პოლიტიკაზე.

გიური გერები - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და თეოლოგი, განსაკუთრებული ინტერესითპოლიტიკურ თეოლოგიასა და აპოკრიფულ ლიტერატურაში.

პროფესორმა გერებიმ ისაუბრა სეკულარიზმზე, როგორც თანამედროვე ნაციონალიზმის ფორმირების ფაქტორზე.