GE

ეკა ფოჩხუა სწავლას აგრძელებს ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში

07 მაისი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ეკა ფოჩხუა სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

ეკამ მოიპოვა ამერიკული სამართლის სკოლის (SAL) სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება.

სამაგისტრო პროგრამა ორსაფეხურიანია და მოიცავს სწავლას როგორც საქართველოში, ასევე LL.M სემესტრს ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში.

ეკა დაინტერესებულია საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაც აირჩია იმისთვის, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვოს ამ კუთხით.

Eka Focxua