GE

ელენე ფიჩხაძე სწავლას ლონდონში აგრძელებს

21 აპრილი 2022

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ელენე ფიჩხაძე სწავლას ლონდონში აგრძელებს.
 
ელენემ წარმატებით გაიარა University of the Arts London-ის გაცვლითი პროგრამის შესარჩევი ეტაპი და მოიპოვა სტიპენდია. ის გაზაფხულის სემესტრს Chelsea College of Arts-ში გაატარებს. ელენეს სრულად უფინანსდება სწავლის საფასური და ასევე აქვს ყოველთვიური სტიპენდიაც.
Elene Ficxaze