GE

ელენე შაფათავა სწავლას აგრძელებს Central European University-ში

15 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ელენე შაფათავა სწავლას აგრძელებს Central European University-ში სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროგრამაზე. ელენემ მიიღო საუნივერსიტეტო დაფინანსება. 

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას სოციალური და სამედიცინო ანთროპოლოგიით  დაინტერესდა და ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაწერა ჯუნიორ პროექტი „სუვერენობის ანთროპოლოგია“, ხოლო შემდეგ საბაკალავრო ნაშრომი - „სხეული და ჰიგიენის პროპაგანდა საბჭოთა კავშირში“. სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიარა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“, რომლის ფარგლებშიც, გამოქვეყნდა მის მიერ საარქივო კვლევაზე დაყრდნობით მომზადებული ნაშრომი „ჰიგიენის პროპაგანდა საბჭოთა კავშირში“. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გამოკვეთა ელენეს სამომავლო კვლევითი  ინტერესები. 

ელენემ შეთავაზება მიიღო აგრეთვე სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამიდან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ და ძლიერი კვლევითი ფოკუსის მქონე პროგრამაზე, რაც ზუსტად შეესაბამება მის სამომავლო აკადემიურ და კარიერულ მიზნებს.

Elene Safatava