ელენე სვანაძე და მზეკო რომანაძე ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები გახდნენ
12 დეკემბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ელენე სვანაძე და მზეკო რომანაძე აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები გახდნენ. ისინი დაჯილდოვდნენ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ადამიანის უფლებების უქმეებში მონაწილეობის უფლებით.
კონკურსის საუკეთესო განმცხადებელი გახდა, ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ბექა ჭყონია, ქრისტინე ჭიღლაძე, ნიკოლოზ მოსიძე, ანა ნაკანი, ნიკოლოზ მაზიაშვილი.
კონკურსში მონაწილეობდა 22 გუნდი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. შეჯიბრი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიანი კამპანიისა და ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. იმიტირებული პროცესი აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს
31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს
04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს
09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს
04 ივლისი 2023