GE

თავისუფალი უნივერსიტეტი ოილერის ოლიმპიადის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ორიგინალური ამოცანების მიღებაზე

01 თებერვალი 2024

ოილერის ოლიმპიადა განკუთვნილია IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც აინტერესებთ მათემატიკა და სურთ ამ მიმართულებით გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, თანამედროვე, ახლებური მიდგომების აღმოჩენითა და მისადაგებით მათემატიკურ ამოცანებთან.  

ოილერის ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

საერთაშორისო ოლიმპიადების პრაქტიკის თანახმად, თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ორიგინალურ ამოცანათა მიღებას ოილერის ოლიმპიადის საკონკურსო ტურებისთვის. 

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ თქვენს მიერ შედგენილი და მომზადებული ამოცანის პირობა და ამოხსნა გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: 

იოლერის ოლიმპიადა - ამოცანების მიღება

თქვენს მიერ გამოგზავნილი ამოცანები განხილული იქნება ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და მათი კონკურსში ჩართვის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. 

კონკურსში შერჩეული ამოცანის ავტორებისთვის განკუთვნილია ჰონორარი და მათ შესახებ ინფორმაცია გავრცელდება კონკურსის შესახებ დაგეგმილ შესაბამის საინფორმაციო გზავნილებში. 

ამოცანების შერჩევის პროცესში, ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდი, ყურადღებას მიაქცევს შემდეგ კრიტერიუმებს ცალკეული ამოცანისთვის: 

  • ამოცანის პირობის ნათლად და გასაგებად გადმოცემა 
  • ამოცანის ამოხსნების მრავალფეროვნება
  • ამოცანის პირობის ორიგინალურობა 

ამოცანის გამოგზავნით დაინტერესებულმა პირებმა, ამ პროცესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ g.arabidze@freeuni.edu.ge

ოილერის ოლიმპიადის ამოცანების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით.