GE

ოილერის ოლიმპიადა 2024

ოილერის ოლიმპიადა 2024

თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ახალ კონკურსს ოილერის ოლიმპიადას მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის!

ოილერის ოლიმპიადა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აინტერესებთ მათემატიკა და სურთ ამ მიმართულებით გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, თანამედროვე, ახლებური მიდგომების აღმოჩენითა და მისადაგებით მათემატიკურ ამოცანებთან.

ოლიმპიადის სახელწოდება მომდინარეობს შვეიცარიელი მეცნიერის, მათემატიკოს ლეონარდ ოილერისგან, რომელიც გვევლინება ავტორად მათემატიკასა და მომიჯნავე სამეცნიერო სფეროებში მთელი რიგი ცნებების, პრინციპებისა და მიდგომების აღმომჩენად და ფუძემდებლად. ოლიმპიადის იდეაც მიზნად ისახავს მოიზიდოს შემეცნებითი ინტერესის, მათემატიკური აზროვნების მქონე მოსწავლეები და მისცეს მათ დამატებითი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის დემონსტრირებისთვის.

ოილერის ოლიმპიადის ფორმატისა და ჩატარების პრინციპი იქნება ანალოგიური საერთაშორისო ოლიმპიადებზე არსებული სისტემისა. შესაბამისად, მონაწილეებს აქ მიღებული გამოცდილება გამოადგებათ მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობისთვის. პოტენციურ მონაწილეს საკუთარი კონკურენტუნარიანობის გადამოწმება შეუძლია ნიმუშად მოცემული ამოცანების დაძლევით.

ოლიმპიადაში მონაწილეობა არის ინდივიდუალური და ის განკუთვნილია IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის.

კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

  • I ტური - 7 აპრილი
  • II ტური - 20 აპრილი

დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

I ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი

II ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი

III ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი

გრანტი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის, შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამისა და ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება. თუ II ტურში მიღებული შედეგები საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ექნებათ თანაბარი, საპრიზო ადგილის მინიჭება მოხდება I ტურის შედეგების გათვალისწინებით. 

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 31 მარტი, 2024

*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

ოილერის ოლიმპიადა 2023 - ამოცანები და ამოხსნები

 

ოილერის ოლიმპიადა 2024 - ამოცანები და ამოხსნები

 

წლევანდელი კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა პირველი და მეორე ტურის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

მეორე ტურში გამსვლელი ქულა იყო 10,5.

საკონტაქტო ინფორმაცია

თეკო ძიძიგური