GE

Freeuni Coding Lab

08 მაისი 2017


თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერა-კითხვის თუ გამრავლების ტაბულის და ეს ცოდნა დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება.
 
სწორედ ამიტომ, მრავალ განვითარებულ ქვეყანაში კოდის წერა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ისწავლება, თუმცა, საქართველოში მოსწავლეებს ამის საშუალება არ აქვთ.
 
იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ პროგრამირების შესწავლა, Freeuni Coding Lab იწყებს პროფესულ კურსებს პროგრამირებასა და მათემატიკაში.
 
გთავაზობთ 2 კურსს:
 
პროგრამირების საწყისებსა და მათემატკის კურსს კომპიუტერული მეცნიერებისთვის.
 
1. პროგრამირების საწყიესბი:

კოდის წერის შესწავლაში დაგვეხმარება ქართველი რობოტი “სავლე”.

მსმენელები კოდის წერას შეისწავლიან თანამედროვე ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენის - პითონის საფუძველზე.
 
კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას და უნარებს. კერძოდ, კურდამთავრებულებს:
- ეცოდინებათ პროგრამული ენა python-ის ძირითადი ცნებები
- შეეძლებათ პროგრამების დაწერა პროგრამირების ენა python-ის გამოყენებით
- ექნებათ საკმარისი ცოდნა, რათა დაწერონ ისეთი თამაშები როგორიცაა: breakout, snake, space invaders და ა.შ.
 
სერტიფიკატი:
 
კურსის წარმატების გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს.
 
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
 
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას (სამი თვე). ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს.
 
პროგრამის ღირებულება:
 
სწავლის ღირებულება შეადგენს 450 ლარს. თვეში 150 ლარი.
 

2. მათემატკის კურსი კომპიუტერული მეცნიერებისთვის:

მსმენელებისთვის შეთავაზებული მათემატიკის კურსი დაფარავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: მათემატიკური ლოგიკა, კომბინატორიკა, რიცხვთა თეორია, ალბათობა და ა.შ.

სერტიფიკატი:

კურსის წარმატების გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი: 

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას (სამი თვე). ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს.
 
პროგრამის ღირებულება:
 
სწავლის ღირებულება შეადგენს 450 ლარს. თვეში 150 ლარი.
 

მსურველს შეუძლია როგორც ერთ-ერთ კურსზე საწვლა, ისე პარალელურად ორივეზე.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის 13 წლის ასაკიდან.

პროგრამის/პროგრამების გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2018 წლის 6 მარტამდე.

 
დაწყების თარიღი - 17 მარტი, 2018
 
საკონტაქტო პირი:
 
შოთა ღვინეფაძე:
s.gvinepadze@freeuni.edu.ge
555 47 65 00