GE

გაბრიელ ნიკოლეიშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

29 აგვისტო 2022

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გაბრიელ ნიკოლეიშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

გაბრიელმა მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩაირიცხა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში - ჭეძიანგის უნივერსიტეტში, სადაც ის გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე და გაიუმჯობესებს ჩინური ენის ცოდნის დონეს.

Gabriel Nikoleisvili