გიორგი არსენაძე სწავლას Arizona State University -ში აგრძელებს
06 თებერვალი 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი არსენაძე აგვისტოდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
გიორგიმ Arizona State University -ში კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა. მან მოიპოვა დაფინანსება და სწავლას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელებს.