გიორგი ცერაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
05 ოქტომბერი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული გიორგი ცერაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.
გიორგიმ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დაფინანსება მოიპოვა და მის მიერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ჭენგჭოუს უნივერსიტეტში ენის შემსწავლელ პროგრამაზე გაივლის სტაჟირებას. მას დაუფინანსდება საცხოვრებელის ხარჯები და დამატებით მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიასაც.
გიორგიმ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის გამოცდები (HSK 2,3,4) და HSKK სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა. ის ასევე ჩართული იყო კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

მსგავსი სიახლეები

17 აგვისტო 2023
მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს

22 აგვისტო 2022
მარიამ ქართველიშვილი სწავლას University of Glasgow-ში აგრძელებს

01 ივნისი 2023
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს

28 ივნისი 2023
ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

07 ივლისი 2023