გიორგი ლასარეიშვილი გახდა MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიის გამარჯვებული
24 ნოემბერი 2023
გამოვლინდა MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიის გამარჯვებული.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების ინიციატივით 2020 წელს პირველად დაწესდა MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდია, რომელიც წელს მეოთხედ გამოცხადდა.
წელს სტიპენდიის გამარჯვებულია ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, გიორგი ლასარეიშვილი. გიორგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიას, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1,000 ლარს.
სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს შორის კარგი აკადემიური მოსწრების დამატებით წახალისება.
MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიაზე დარეგისტრირდა 22 სტუდენტი. გასაუბრებისათვის შეირჩა 7 სტუდენტი, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდნენ სტიპენდიის კრიტერიუმებს.
სტიპენდიის დამფუძნებლების მიერ ჩატარებული გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.
სტიპენდიის დამფინანსებლები არიან კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები:
- ირაკლი ფოფხაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- დავით მაღალთაძე, მუშაობს Microsoft-ის სიეტლის ოფისში
- თამუნა გელდიაშვილი, მუშაობს Amazon-ის ბერლინის ოფისში
- ელენე კავთელაძე, მუშაობს Amazon-ის მადრიდის ოფისში
- გიორგი ხოსროშვილი, მუშაობს Amazon-ის მიუნხენის ოფისში
- გიორგი ცერცვაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- ლაშა ლაკირბაია, მუშაობს Google-ის მაუნთინ-ვიუს ოფისში
- გიორგი ქოჩაკიძე, Toptal Remote მუშაობს
მსგავსი სიახლეები
06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას
21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს
06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს
19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო
11 აგვისტო 2023