GE

გიორგი მამალაძის საჯარო ლექცია "რატომ აღარ არის საკმარისი იყო მხოლოდ კარგი პროგრამისტი?"

19 მარტი 2019

23 მარტს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება კომპანია Siemens-ის კორპორატიული ტექნოლოგიების უფროსი software არქიტექტორის, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გიორგი მამალაძის საჯარო ლექცია "რატომ აღარ არის საკმარისი იყო მხოლოდ კარგი პროგრამისტი?"
 
ლექციის თემაა პროგრამისტის როლი, რომელმაც თანამედროვეობაში ცვლილება განიცადა. ამის მიზეზი კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქლაუდ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემების შენახვის, გადაცემისა და დამუშავების ტექნოლოგიების არნახული გაიაფებაა, რომელმაც მანამდე წარმოუდგენელი აპლიკაციების შექმნა გახადა შესაძლებელი. ახალი ტიპის software სისტემები კლასიკური desktop, web და მობილური აპლიკაციებისაგან განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვენ. შესაბამისად, პროგრამისტის, როგორც რომელიმე კონკრეტული პროგრამირების ენაში ან ფრეიმვორკში დახელოვნებული დამკვეთის მოთხოვნების შემსრულებლის როლიც შეიცვალა.
 
მომხსენებელი საკუთარი გამოცდილების განხილვის საფუძველზე ეცდება ახსნას თუ რა დამატებითი ცოდნა, გამოცდილება და უნარები მოეთხოვება ახალი თაობის პროგრამისტს ახალ როლთან გასამკლავებლად. ის ასევე ისაუბრებს software არქიტექტურაში მომხდარი ძვრების შესახებ, რომლებიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და გვაიძულებს საყოვლთაოდ მიღებული მიდგომის გადაფასებას.
 
დასწრება თავისუფალია.