თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იაპონურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში
23 ივნისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტებმა მარიამ ტოგონიძემ, ელენე წულუკიძემ და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტმა კესო ხმიადაშვილმა მონაწილეობა მიიღეს იაპონურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში, რომელიც გაიმართა კიშინოვში (მოლდოვა).
წელს, 3 ივნისს, რიგით მეშვიდე კონკურსი გაიმართა, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. სამი საპრიზო ადგილიდან პირველი ადგილი დაიკავა მარიამ ტოგონიძემ, ხოლო მეორე ადგილი - კესო ხმიადაშვილმა.
კონკურსი ტარდება 2013 წლიდან GUAM-ის ქვეყნებს შორის იაპონიის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის უმაღლესი სასწავლებლების იაპონური ენის სტუდენტები სხვადასხვა თემაზე გამოდიან სიტყვით.
მსგავსი სიახლეები
17 აგვისტო 2023
მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს
22 აგვისტო 2022
მარიამ ქართველიშვილი სწავლას University of Glasgow-ში აგრძელებს
01 ივნისი 2023
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს
28 ივნისი 2023
ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
07 ივლისი 2023