ნიკა ხომერიკი Indiana University Bloomington-ში გააგრძელებს სწავლას
12 მაისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ხომერიკი Indiana University Bloomington-ში რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.
მან მიიღო რობერტ ბირნესის სახელობის სტიპენდია, რაც მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებასა და სტიპენდიას. ის ამ ჯილდოს 26-ე მფლობელია, ხოლო საქართველოდან და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან კი პირველი.
ნიკა ასევე მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა: Georgetown University, University of Pittsburgh, The University of North Carolina at Chapel Hill, Uppsala University. მაგრამ მან არჩევანი გააკეთა Indiana University Bloomington-ზე, რადგან სურს საფუძვლიანად შეისწავლოს საბჭოთა კინო და პროპაგანდა, ამ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კი სრულად ეთმობა საბჭოთა პერიოდის შესწავლასა და კვლევას ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ლექტორებით. ნიკას სამომავლო ინტერესიც სწორედ კვლევა და აკადემიური მიმართულებით განვითარებაა.
ნიკა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით (ჩინური ენა) სწავლობდა.
მსგავსი სიახლეები
17 აგვისტო 2023
მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს
22 აგვისტო 2022
მარიამ ქართველიშვილი სწავლას University of Glasgow-ში აგრძელებს
01 ივნისი 2023
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს
28 ივნისი 2023
ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
07 ივლისი 2023