GE

ჯესე ვოგლერი Design Essay Award-ის პრიზის მფლობელი გახდა

04 მარტი 2024

ჯესე ვოგლერი, თანაავტორებთან ერთად, გახდა Architectural Education Awards 2024-ის Design Essay Award-ის პრიზის მფლობელი. საუკეთესო ესეის პრიზს ანიჭებენ The Journal for Architectural Education (JAE) და The Associated Colleges and Schools of Architecture (ACSA).

ჯესე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელია 2018 წლიდან.

პრიზის მფლობელი ესეის სათაურია: "Attending to Unbuilding: The One Tree Project” და ასახავს Washington University in St. Louis-ის არქიტექტურის სკოლაში ჩატარებული ინტერდისციპლინური საპროექტო სტუდიის პედაგოგიურ მეთოდებსა და გამოცდილებას.

The Journal for Architectural Education (JAE) არის გამორჩეული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი და 1947 წლიდან არის არქიტექტურული განათლების კვლევის მნიშვნელოვანი პუბლიკაცია. წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა სტატია განიხილება ჯილდოსთვის, რომელსაც არჩევს JAE-ის სარედაქციო საბჭო და ACSA-ის დირექტორთა საბჭო.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ლინკი.

03.04 1 03.04 2 04.03 3