ჯგუფმა ბულიონმა VADS-ში პრეზენტაცია ჩაატარა
08 მაისი 2015
6 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის VADS-ის, მოწვევით ჯგუფმა ბულიონმა ჩაატარა პრეზენტაცია VADS-ის დიდ სახელოსნოში.
ჯგუფი ბულიონის წევრები: ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართლელიშვილი, ლადო ხარტიშვილი, კოკა ქიტიაშვილი, ეკატერინე ქეცბაია დაზურაბ კიკვაძე, თბილისში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ბულიონის მულტიმედიურ საჯარო ხელოვნებასა და ინტერაქტიულპერფორმანსებში სივრცე, იმიჯები და ისტორია ერთად ქმნის ნამუშევრის კონტექსტს. 2013 წლის ვენეციის ბიენალეზე ჯგუფი ბულიონი იყო საქართველოს პავილიონის მონაწილე.